საქართველოში One Caucasus Festival 2022 გაიმართება

© courtesy of One Caucasusსაერთაშორისო ფესტივალი One Caucasus
საერთაშორისო ფესტივალი One Caucasus   - Sputnik საქართველო, 1920, 21.08.2022
გამოწერა
„ერთი კავკასია“ - უმსხვილესი უსასყიდლო ინტერდისციპლინური ფესტივალია საქართველოში.
თბილისი, 21 აგვისტო – Sputnik. 25-28 აგვისტოს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერაქვში მასშტაბური ფესტივალი One Caucasus Festival 2022 გაიმართება - ღონისძიება შეკრებს ახალგაზრდებს მთელი რეგიონიდან და არამხოლოდ.
წელს ფესტივალზე იქნებიან წარმოდგენილი უკრაინელი მუსიკოსები, რეჟისორები, ვიზუალური არტისტები და არქიტექტორები, რათა მათ მიერ შექმნილმა მუსიკამ, ხელოვნებამ ხელი შეუწყოს ადგილობრივ ცვლილებებს, არტისტებთან ერთად, როგორც საქართველოდან, ასევე მსოფლიოს სხვა წერტილებიდან.
„აქ თქვენ მოისმენთ ყველა ტიპის ჟღერადობისა და მუსიკალური სტილის ნარევს, დარწმუნებული იყავით, რომ ეს იქნება საუკეთესო გამოცდილება, რომელსაც თქვენ მიიღებთ საქართველოში ამ წელს“, - აცხადებენ ორგანიზატორები.
მუსიკოსები ჯგუფდებიან საერთო რეპეტიციებისა და კონცერტებისათვის. ამ რეპეტიციების შედეგად იქმნება საუკეთესო ახალი პროექტები, რომლებიც წელს პირველად იქნება წარმოდგენილი „ერთი კავკასიის“ აუდიტორიის წინაშე, მთავარ სცენაზე, აცხადებენ ორგანიზატორები.
შემსრულებლების სია მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ღონისძიებები სოფელ წერაქვში გაიმართება (თბილისიდან 1,5 სთ-ის საავტომობილო გზაზე). ორგანიზატორები სტუმრებს კემპინგ-სივრცეს სთავაზობენ. სხვა მსურველებს შეუძლიათ მუნიციპალიტეტის სასტუმროებში განთავსება.
„ერთი კავკასია“ - უმსხვილესი უსასყიდლო ინტერდისციპლინური ფესტივალია საქართველოში. 2014 წლიდან ფესტივალმა უმასპინძლა ათასობით მონაწილეს და 500-ზე მეტი მუსიკოსს მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყნიდან.
ყველა ახალი ამბავი
0