https://sputnik-georgia.com/20220820/ra-moxda-saavadmyofosi-patimars-cecxlsasroli-iararit-wriloba-aqvs-miyenebuli-269633416.html
რა მოხდა საავადმყოფოში: პატიმარს თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა აქვს მიყენებული
რა მოხდა საავადმყოფოში: პატიმარს თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა აქვს მიყენებული
Sputnik საქართველო
პატიმრის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ 28 წლის კაცი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოკვლევის მიზნით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც შემთხვევა მოხდა.
2022-08-20T16:41+0400
2022-08-20T16:41+0400
2022-08-20T16:42+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23690/28/236902895_0:185:3696:2264_1920x0_80_0_0_0ec67a5e74dab8fe5bb1af0eb14991d2.jpg
თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik. თბილისში 28 წლის პატიმარი ერთ-ერთ კლინიკაში თავის არეში მიყენებული ცეცხლნასროლი ჭრილობით მიიყვანეს. ინფორმაციას ტელეკომპანია „მთავარი არხი“ ავრცელებს.შემთხვევა თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში დღეს გამთენიისას მოხდა.როგორც დაშავებულის ოჯახის წევრები აცხადებენ, სამართალდამცველები მომხდარის ვერსიად პატიმრის მიერ თვითმკვლელობის მცდელობას ასახელებენ. ოჯახს აცნობეს, რომ გურამ სვანიძემ ბადრაგს იარაღი წაართვა და რამდენიმე გასროლა განახორციელა. თუმცა მათ ამ ვერსიის არ სჯერათ.„რანაირად მოხვდა ჩემი შვილის ხელში იარაღი, როგორ გაირტყა, ამიხსენით. გადაწყვიტეს, რომ ფსიქიატრიულიდან გადაეყვანათ უკან, ციხეში. გადაწყვიტეს, რომ ერთ დღეში გამოკეთდებოდა. არ იყო კარგად, არ იყო მზად, რომ ციხეში გადაეყვანათ“, - ამბობს პატიმრის დედა ნათია შენგელია.მისივე ინფორმაციით, წინასწარ პატიმრობაში მყოფი სვანიძე გლდანის ციხიდან ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში მდგომარეობის დამძიმების გამო ორი დღის წინ გადაიყვანეს. გასროლა კი დღეს გამთენიისას მოხდა, როცა კლინიკაში ციხის საბადრაგო სამსახური მივიდა.როგორც კლინიკაში აცხადებენ, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა და ამ დროისთვის მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ექიმები ოჯახს პაციენტის გადარჩენის იმედს ვერ აძლევენ.ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. ჯერჯერობით სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23690/28/236902895_216:0:3480:2448_1920x0_80_0_0_1e4a251ef7994bff6e6c47310befad47.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ფსიქიატრიული საავადმყოფო თბილისი გლდანის ციხე პატიმარი თავი ცეცხლსასროლი იარაღი ჭრილობა გურამ სვანიძე
ფსიქიატრიული საავადმყოფო თბილისი გლდანის ციხე პატიმარი თავი ცეცხლსასროლი იარაღი ჭრილობა გურამ სვანიძე
რა მოხდა საავადმყოფოში: პატიმარს თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა აქვს მიყენებული
16:41 20.08.2022 (განახლებულია: 16:42 20.08.2022) პატიმრის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ 28 წლის კაცი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოკვლევის მიზნით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც შემთხვევა მოხდა.
თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik. თბილისში 28 წლის პატიმარი ერთ-ერთ კლინიკაში თავის არეში მიყენებული ცეცხლნასროლი ჭრილობით მიიყვანეს. ინფორმაციას ტელეკომპანია „მთავარი არხი“ ავრცელებს.
შემთხვევა თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში დღეს გამთენიისას მოხდა.
როგორც დაშავებულის ოჯახის წევრები აცხადებენ, სამართალდამცველები მომხდარის ვერსიად პატიმრის მიერ თვითმკვლელობის მცდელობას ასახელებენ. ოჯახს აცნობეს, რომ გურამ სვანიძემ ბადრაგს იარაღი წაართვა და რამდენიმე გასროლა განახორციელა. თუმცა მათ ამ ვერსიის არ სჯერათ.
„რანაირად მოხვდა ჩემი შვილის ხელში იარაღი, როგორ გაირტყა, ამიხსენით. გადაწყვიტეს, რომ ფსიქიატრიულიდან გადაეყვანათ უკან, ციხეში. გადაწყვიტეს, რომ ერთ დღეში გამოკეთდებოდა. არ იყო კარგად, არ იყო მზად, რომ ციხეში გადაეყვანათ“, - ამბობს პატიმრის დედა ნათია შენგელია.
მისივე ინფორმაციით, წინასწარ პატიმრობაში მყოფი სვანიძე გლდანის ციხიდან ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში მდგომარეობის დამძიმების გამო ორი დღის წინ გადაიყვანეს. გასროლა კი დღეს გამთენიისას მოხდა, როცა კლინიკაში ციხის საბადრაგო სამსახური მივიდა.
როგორც კლინიკაში აცხადებენ, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა და ამ დროისთვის მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ექიმები ოჯახს პაციენტის გადარჩენის იმედს ვერ აძლევენ.
ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. ჯერჯერობით სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.