დაიწყო რეგისტრაცია ქართულ უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელების მსურველთათვის

© photo: Sputnikთსუ
თსუ - Sputnik საქართველო, 1920, 20.08.2022
გამოწერა
გამოცდა 1 სექტემბერს ჩატარდება და ის სტუდენტები, რომლებიც ზღვარს გადალახავენ (მინიმუმ 23 ქულა), სწავლის გაგრძელებას მათ მიერ შერჩეულ ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში შეძლებენ.
თბილისი, 20 აგვისტო – Sputnik. საქართველოს მოქალაქეებმა, რომლებიც უცხოურ უნივერსიტეტებში სწავლობენ და სწავლის გაგრძელება ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში სურთ, გამოცდის ჩაბარებაზე რეგისტრაცია 22 აგვისტოს 18:00 საათამდე უნდა გაიარონ, ნათქვამია გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებაში.
რეგისტრაცია დღეს 10:00 საათზე დაიწყო.
გამოცდა 1 სექტემბერს ჩატარდება და ის სტუდენტები, რომლებიც ზღვარს გადალახავენ (მინიმუმ 23 ქულა), სწავლის გაგრძელებას მათ მიერ შერჩეულ ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში შეძლებენ.
წელს სტუდენტები ჩააბარებენ ზოგადი უნარების გამოცდას, რომელიც მოიცავს 7 დავალებას ტესტის თითოეული ნაწილიდან:
წაკითხულის გააზრება - 7 დავალება,
ლოგიკური მსჯელობა - 7 დავალება,
რაოდენობრივი მსჯელობა - 7 დავალება.
გამოცდაში მონაწილეობის მიღება საქართველოს იმ მოქალაქეებს შეუძლიათ, რომლებიც სწავლობდნენ/სწავლობენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (სწავლის პერიოდში საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ ერთი სემესტრის განმავლობაში, არანაკლებ 75 დღისა).
წყარო - გამოცდების ეროვნული ცენტრი
ყველა ახალი ამბავი
0