https://sputnik-georgia.com/20220820/mzaddeba-tu-ara-antisanitariul-pirobebsi-avokadojis-sakvebi-sesi-senobasi-ar-seusves-269637214.html
მზადდება თუ არა ანტისანიტარიულ პირობებში ავოკადო.ჯის საკვები: სეს-ი შენობაში არ შეუშვეს
მზადდება თუ არა ანტისანიტარიულ პირობებში ავოკადო.ჯის საკვები: სეს-ი შენობაში არ შეუშვეს
Sputnik საქართველო
ადგილზე გამოძახებული იყო საპატრულო პოლიცია, რომელმაც შესაბამისი ოქმი შეადგინა
2022-08-20T20:45+0400
2022-08-20T20:45+0400
2022-08-20T20:47+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისი დღეს
შემთხვევები საქართველოში
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23756/34/237563431_0:159:3076:1889_1920x0_80_0_0_3f9cfa10f43c2f6fc2b447e322a25fc7.jpg
თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik. სურსათის უვნებლობის სამსახურის თანამშრომლებს დალუქული დახვდათ თბილისში მდებარე კვების ობიექტი „ავოკადო.ჯი“, რომლის შესახებაც სოციალურ ქსელში ვიდეოჩანაწერი გავრცელდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.კომპანია საკუთარ თავს პოზიციონირებს როგორც „ჯანსაღი კვების მიტანის სერვისი“.სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ჯანსაღ საკვებად წოდებული „ავოკადო.ჯის“ საკვები ანტისანიტარიულ პირობებში მზადდება. აღნიშნულთან დაკავშირებთ, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოკვლევა დაიწყო.„სურსათის ეროვნულ სააგენტოში შემოვიდა მოქალაქის სატელეფონო შეტყობინება, რის საფუძველზეც უნდა განგვეხორციელებინა სახელმწიფო კონტროლი. ადგილზე მოსულებს, როგორც ხედავთ, ობიექტი დაკეტილი დაგვხვდა, არ ფუნქციონირებს, სახელმწიფო კონტროლი ვერ განხორციელდა“, - აცხადებენ სააგენტოში.მათივე ინფორმაციით, სამსახური გააგრძელებს აღნიშნულ ობიექტთან დაკავშირებით მოკვლევას და კანონით გათვალისწინებულ ყველა ღონისძიებას გაატარებს.დღესვე „ავოკადო.ჯიმ“ სოციალური ქსელში განცხადება გაავრცელა. მათი თქმით, ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ინფოემაცია სიმართლეს არ შეესაბამება, ხოლო ვიდეოკადრები ფართის მეპატრონემ გაავრცელა, რადგან გამოუჩნდა ახალი მეიჯარე, რომელიც გაცილებით მეტ იჯარას გადაუხდიდა. კომპანიის განცხადებით, ფართში რემონტი მიმდინარეობდა, შესაბამისად, ინვენტარი და პროდუქცია ეზოში იყო გატანილი, რომელოიც წესის მიხედვით უნდა ჩამოწერილიყო. ფართის მფლობელმა ამით ისარგებლა, შეიჭრა გაქირავებულ ფართში და კომპანიის დისკრედიტაციის მიზნით ვიდეოჩანაწერი გადაიღო.წყარო - ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23756/34/237563431_173:0:2904:2048_1920x0_80_0_0_86836ab0e540dbcd906e6bc0dae49403.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ანტისანიტარია პირობები ავოკადო.ჯი საკვები სურსათის ეროვნული სააგენტო
ანტისანიტარია პირობები ავოკადო.ჯი საკვები სურსათის ეროვნული სააგენტო
მზადდება თუ არა ანტისანიტარიულ პირობებში ავოკადო.ჯის საკვები: სეს-ი შენობაში არ შეუშვეს
20:45 20.08.2022 (განახლებულია: 20:47 20.08.2022) ადგილზე გამოძახებული იყო საპატრულო პოლიცია, რომელმაც შესაბამისი ოქმი შეადგინა
თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik. სურსათის უვნებლობის სამსახურის თანამშრომლებს დალუქული დახვდათ თბილისში მდებარე კვების ობიექტი „ავოკადო.ჯი“, რომლის შესახებაც სოციალურ ქსელში ვიდეოჩანაწერი გავრცელდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
კომპანია საკუთარ თავს პოზიციონირებს როგორც „ჯანსაღი კვების მიტანის სერვისი“.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ჯანსაღ საკვებად წოდებული „ავოკადო.ჯის“ საკვები ანტისანიტარიულ პირობებში მზადდება. აღნიშნულთან დაკავშირებთ, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოკვლევა დაიწყო.
„სურსათის ეროვნულ სააგენტოში შემოვიდა მოქალაქის სატელეფონო შეტყობინება, რის საფუძველზეც უნდა განგვეხორციელებინა სახელმწიფო კონტროლი. ადგილზე მოსულებს, როგორც ხედავთ, ობიექტი დაკეტილი დაგვხვდა, არ ფუნქციონირებს, სახელმწიფო კონტროლი ვერ განხორციელდა“, - აცხადებენ სააგენტოში.
მათივე ინფორმაციით, სამსახური გააგრძელებს აღნიშნულ ობიექტთან დაკავშირებით მოკვლევას და კანონით გათვალისწინებულ ყველა ღონისძიებას გაატარებს.
დღესვე „ავოკადო.ჯიმ“ სოციალური ქსელში განცხადება გაავრცელა. მათი თქმით, ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ინფოემაცია სიმართლეს არ შეესაბამება, ხოლო ვიდეოკადრები ფართის მეპატრონემ გაავრცელა, რადგან გამოუჩნდა ახალი მეიჯარე, რომელიც გაცილებით მეტ იჯარას გადაუხდიდა. კომპანიის განცხადებით, ფართში რემონტი მიმდინარეობდა, შესაბამისად, ინვენტარი და პროდუქცია ეზოში იყო გატანილი, რომელოიც წესის მიხედვით უნდა ჩამოწერილიყო. ფართის მფლობელმა ამით ისარგებლა, შეიჭრა გაქირავებულ ფართში და კომპანიის დისკრედიტაციის მიზნით ვიდეოჩანაწერი გადაიღო.