ლეგენდარული ნანი ბრეგვაძე ბაქოს სიყვარულში გამოუტყდა - ვიდეო

© Ministry of Culture, Sport and Youth of Georgiaნანი ბრეგვაძე
ნანი ბრეგვაძე - Sputnik საქართველო, 1920, 20.08.2022
გამოწერა
ქართული ესტრადის ვარსკვლავი ბაქოში იმყოფებოდა
თბილისი, 20 აგვისტო – Sputnik. ლეგენდარულმა მომღერალმა ნანი ბრეგვაძემ აღიარა, რომ მოხარულია კვლავ ბაქოში აღმოჩნდეს და ისაუბრა სითბოზე, რასაც აზერბაიჯანის დედაქალაქის მიმართ გრძნობს.
მომღერალი დიდი ხნის შემდეგ გაემგზავრა ბაქოში, რათა მომღერალ მუსლიმ მაგომაევის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საღამოში მონაწილეობა მიეღო. ის ასევე კოლეგებს და ბაქოელ მეგობრებს შეხვდა.

„შეყვარებული ვარ ამ ქალაქზე. ყოველთვის სიამოვნებით ჩამოვდივარ აქ და დაბრუნებაც არ მინდა. საქართველოს და აზერბაიჯანს ბევრი საერთო აქვთ. მოხარული ვარ გამოვიდე ბაქოში, ბაქოელების სითბო ვიგრძნო“, - აღიარა ნანი ბრეგვაძემ.

ნანი ბრეგვაძე 1936 წლის 21 ივლისს დაიბადა თბილისში. მამა – გიორგი ბრეგვაძე პროფესიით მსახიობი იყო. დედა – ოლგა მიქელაძე ცნობილი დიდგვაროვანთა ოჯახის წარმომადგენელი. ნანი უკვე ექვსი წლის ასაკში რუსულ რომანსებსა და სიმღერებს მღეროდა.
1961 წელს დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია. სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1956 წელს. 1959–1964 წლებში ნანი ბრეგვაძე იყო საქართველოს სახელმწიფო საესტრადო ორკესტრი „რეროს“ სოლისტი, ამის შემდეგ 15 წელი მღეროდა ანსამბლ „ორერაში“, 1980 წლიდან კი სოლო კარიერა დაიწყო.
მსახიობი გადაღებულია ფილმებში „ორერა სრული სვლით“, „სამკაული სატრფოსთვის“. მისი შესრულებით სიმღერები ჟღერს ფილმებში „დათა თუთაშხია“, „ვერის უბნის მელოდიები“, „შეხვედრა მთაში“ და ა.შ.
1974 წელს ნანი ბრეგვაძეს მიენიჭა საქართველოს სახალხო არტისტის წოდება. 2001 წელს ფილარმონიის წინ საზეიმოდ გაიხსნა მომღერლის სახელობის ვარსკვლავი. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.
მომღერლის მიერ მიღებული ჯილდოები, პრემიები და პრიზები:
1994 — საქართველოს სახელმწიფო პრემია
1983 — სსრკ სახალხო არტისტი
1974 — საქართველოს სახალხო არტისტი
1972 — საესტრადო სიმღერების სოპოტის საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი
1957 — ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VI მსოფლიო ფესტივალი (მოსკოვი), ლაურეატი.
წელს ნანი ბრეგვაძეს, რომელსაც წელს 86 წელი შეუსრულდა, „რომანსის დედოფალს“ უწოდებენ.
ყველა ახალი ამბავი
0