https://sputnik-georgia.com/20220820/erovnuli-banki-evrobasketi-2022-is-sakoleqcio-monetebis-gamosvebas-iwyebs-269632836.html
ეროვნული ბანკი „ევრობასკეტი 2022“-ის საკოლექციო მონეტების გამოშვებას იწყებს
ეროვნული ბანკი „ევრობასკეტი 2022“-ის საკოლექციო მონეტების გამოშვებას იწყებს
Sputnik საქართველო
ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებული საკოლექციო დანიშნულების მონეტების მიმართ ინტერესი სულ უფრო იზრდება, აღნიშნავენ უწყებაში.
2022-08-20T15:32+0400
2022-08-20T15:32+0400
2022-08-20T15:32+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24635/50/246355038_99:132:1776:1075_1920x0_80_0_0_3c788430344665be6b5bf784f8e6e7c5.jpg
თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკი „ევრობასკეტი 2022“-ის საკოლექციო ვერცხლის მონეტების გამოშვებას იწყებს.ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საკოლექციო მონეტის დიზაინი ღია კონკურსის წესით შეირჩა. მონეტა ბადენ-ვიურტემბერგის (გერმანია) სახელმწიფო ზარაფხანაში 5 ათასიანი ტირაჟით მოიჭრა და მისი სარეალიზაციო ფასი 70 ლარია.მონეტის ავერსის ესკიზი – ალექსანდრე ვერულაშვილმა, ხოლო რევერსის ესკიზი – სოფიო წიქარიძემ მოამზადეს.ნუმიზმატებისთვის, კოლექციონერებისა და ყველა სხვა დაინტერესებული პირისთვის საკოლექციო მონეტების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „ევრობასკეტი 2022“-ის საკოლექციო ვერცხლის მონეტებზე წინასწარი შეკვეთების მიღება გასული წლის ნოემბერში დაიწყო. „ევრობასკეტი 2022“ იყო პირველი საკოლექციო მონეტა, რომელიც წინასწარი შეკვეთით გაიყიდა.მონეტების წინასწარი შეკვეთის შემთხვევაში მომხმარებელმა ინტერნეტ-მაღაზიის ვებ-გვერდზე წინასწარ უნდა გადაიხადოს მონეტის თითოეული ერთეულისთვის 50 ლარი.2022 წლის 1 სექტემბრიდან დაიწყება მონეტების გაყიდვა თავისუფალ რეჟიმში როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმის ინტერნეტ-მაღაზიის საშუალებით, ასევე საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრისა (თბილისი, კახეთის გზატკეცილი 72-ე კმ.) და საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმის (ყვარელი, შოთა რუსთაველის N10) სალაროებში.აღსანიშნავია, რომ მომხმარებელთა დიდი მოთხოვნის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი იტოვებს უფლებას, გარკვეული პერიოდით შეზღუდოს 1 მომხმარებელზე გასაყიდი მონეტის რაოდენობა მათი უფრო მეტი დაინტერესებული პირის ხელმისაწვდომობისთვის, აღნიშნულია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.წყარო - ეროვნული ბანკი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24635/50/246355038_38:204:1200:1075_1920x0_80_0_0_930f810f60862a83b8a1a1f843fb7513.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ეროვნული ბანკი „ევრობასკეტი 2022“ საკოლექციო მონეტები გამოშვება
ეროვნული ბანკი „ევრობასკეტი 2022“ საკოლექციო მონეტები გამოშვება
ეროვნული ბანკი „ევრობასკეტი 2022“-ის საკოლექციო მონეტების გამოშვებას იწყებს
ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებული საკოლექციო დანიშნულების მონეტების მიმართ ინტერესი სულ უფრო იზრდება, აღნიშნავენ უწყებაში.
თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკი „ევრობასკეტი 2022“-ის საკოლექციო ვერცხლის მონეტების გამოშვებას იწყებს.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საკოლექციო მონეტის დიზაინი ღია კონკურსის წესით შეირჩა. მონეტა ბადენ-ვიურტემბერგის (გერმანია) სახელმწიფო ზარაფხანაში 5 ათასიანი ტირაჟით მოიჭრა და მისი სარეალიზაციო ფასი 70 ლარია.
მონეტის ავერსის ესკიზი – ალექსანდრე ვერულაშვილმა, ხოლო რევერსის ესკიზი – სოფიო წიქარიძემ მოამზადეს.
„ქართულ კალათბურთს წელს 100 წელი უსრულდება. „ევრობასკეტი 2022“-ის მასპინძლობას კი სპორტის ეს სახეობა ახალ საფეხურზე გადაჰყავს. სწორედ ამიტომ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „ევრობასკეტი 2022“-ის თემაზე საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტა გამოუშვა“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.
ნუმიზმატებისთვის, კოლექციონერებისა და ყველა სხვა დაინტერესებული პირისთვის საკოლექციო მონეტების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „ევრობასკეტი 2022“-ის საკოლექციო ვერცხლის მონეტებზე წინასწარი შეკვეთების მიღება გასული წლის ნოემბერში დაიწყო. „ევრობასკეტი 2022“ იყო პირველი საკოლექციო მონეტა, რომელიც წინასწარი შეკვეთით გაიყიდა.
მონეტების წინასწარი შეკვეთის შემთხვევაში მომხმარებელმა ინტერნეტ-მაღაზიის ვებ-გვერდზე წინასწარ უნდა გადაიხადოს მონეტის თითოეული ერთეულისთვის 50 ლარი.
2022 წლის 1 სექტემბრიდან დაიწყება მონეტების გაყიდვა თავისუფალ რეჟიმში როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმის ინტერნეტ-მაღაზიის საშუალებით, ასევე საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრისა (თბილისი, კახეთის გზატკეცილი 72-ე კმ.) და საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმის (ყვარელი, შოთა რუსთაველის N10) სალაროებში.
აღსანიშნავია, რომ მომხმარებელთა დიდი მოთხოვნის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი იტოვებს უფლებას, გარკვეული პერიოდით შეზღუდოს 1 მომხმარებელზე გასაყიდი მონეტის რაოდენობა მათი უფრო მეტი დაინტერესებული პირის ხელმისაწვდომობისთვის, აღნიშნულია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.