ბორჯომში მეხის დაცემის შედეგად ხანძარი გაჩნდა

© Government of Georgia courtesy of Giorgi Kvirikashviliცეცხლის ჩაქრობა ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში
ცეცხლის ჩაქრობა ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში - Sputnik საქართველო, 1920, 20.08.2022
გამოწერა
ზორეთის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
თბილისი, 20 აგვისტო– Sputnik. ბორჯომში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია, იუწყება ტელეკომპანია „იმედი”.
ბორჯომში, ზორეთის ტერიტორიაზე ხანძარი გუშინ, დაახლოებით საღამოს შვიდი საათისკენ გაჩნდა. ხანძარი სავარაუდოდ მეხის დაცემამ გამოიწვია.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადები, რომლებიც ამ დრომდე ცდილობენ ცალკეული კერების დამუშავებას.
რთული რელიეფის მიუხედავად მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის ჩაქრობა რამდენიმესაათიანი სამუშაოების შემდეგ შეძლეს.
წყარო - ტელეკომპანია „იმედი“
ყველა ახალი ამბავი
0