https://sputnik-georgia.com/20220819/zalauflebistvis-brzola-kievsi-269614772.html
მოსაზრება: კიევში დაიწყო ბრძოლა ძალაუფლებისთვის
მოსაზრება: კიევში დაიწყო ბრძოლა ძალაუფლებისთვის
Sputnik საქართველო
მიხაილ კატკოვი 19.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-19T17:23+0400
2022-08-19T17:23+0400
2022-08-19T22:08+0400
ანალიტიკა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/08/269273132_0:0:3073:1728_1920x0_80_0_0_275be991b475c6cfd11c9ded4186b5ba.jpg
მიხაილ კატკოვიუკრაინული ოპოზიცია ვოლოდიმირ ზელენსკის წინააღმდეგ ერთიანდება, რადგან მისი რეპრესიებისგან დაიღალა. მასშტაბური პოლიტიკური კრიზისი შეიძლება დაიწყოს ზამთარში, როდესაც ხელისუფლება გათბობის სეზონს ჩააგდებს. რა მოჰყვება ამას რუსეთის გადასახედიდან, „რია ნოვისტი“ წერს.პირველი წავიდაკიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ ფაქტობრივად ოპოზიციაში წასვლის შესახებ გამოაცხადა და აღნიშნა, რომ უკვე მოიპოვა მხარდაჭერა უცხოეთიდან. ძმა ვლადიმერი ეფექტურად აგვარებს ჰუმანიტარულ საკითხებს გერმანიის მთავრობასთან. ყოფილი მოკრივე ნდობის პირად რეიტინგს აფასებს 63 პროცენტით, ხოლო პარტია „უდარისას“ – 31 პროცენტით. ფიქრობს, რომ სწორედ მან იხსნა დედაქალაქი, როდესაც ის ალყაში იყო მოქცეული.კლიჩკოს თქმით, მან იცოდა რუსეთის სპეცოპერაციის შესახებ და ამიტომ ემზადებოდა ბრძოლისთვის. განაწყობდა მოსახლეობას ხანგრძლივი წინააღმდეგობისთვის. ყოფილი მსოფლიო ჩემპიონი აღშფოთდა იმით, რომ რუსებმა დაუფარავად გამართეს წვრთნები ბელარუსში, შემდეგ კი თითქმის წინააღმდეგობის გარეშე მიაღწიეს კიევამდე და ხელისუფლებამ არაფერი იღონა.კლიჩკომ აღნიშნა, რომ ზელენსკის ზოგიერთი ხელდასმული უბრალოდ გაიქცა. გარდა ამისა, პრეზიდენტმა კიევში სამხედრო ადმინისტრაციის წარმომადგენელი დანიშნა, მაგრამ ყველა საკითხს კვლავ მერი აგვარებს.ამის მიუხედავად, ზელენსკის არ სურდა კლიჩკოს გაშვება მადრიდში ნატოს სამიტზე, ხოლო პრეზიდენტის ოფისი მას მხოლოდ რამდენჯერმე დაუკავშირდა. პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალიც მის იგნორირებას ეწევა. სამაგიეროდ ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსი ანდრეი ერმაკი, რომელიც ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესს ხელმძღვანელობს, ცდილობს ცენტრს დაუმორჩილოს უკრაინის ყველა ქალაქი. კლიჩკო კი თვითმმართველობის მომხრეა.ისიც ახსენა, რომ ზელენსკის გუნდი მას მოქალაქეობის წართმევით ემუქრებოდა გერმანული პასპორტის გამო, რომელიც მერს არ აქვს. ამის საბაბი გახდა მოკრივის მოწოდება, დაებრუნებინათ დოკუმენტები დნეპრის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელისთვის გენადი კორბანისთვის: ის საზღვარგარეთ გაემგზავრა და დაბრუნება ვერ შეძლო. ამგვარად პრეზიდენტის ოფისმა ის დასაჯა ხმების გავრცელებისთვის იმის შესახებ, რომ ერმაკმა არამიზნობრივად დახარჯა დასავლური კრედიტები.კორბანი იგორ კოლომოისკის უახლოესი გარემოცვიდანაა, რომელსაც ასევე პრობლემები აქვს მოქალაქეობასთან დაკავშირებით. 2019 წელს მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბიზნესმენი აპირებდა „მერების პარტიის“ შექმნას დონბასის, დნეპრის, ზაპოროჟიეს, ოდესის, ხარკოვისა და სხვა რეგიონების ხელმძღვანელების შემადგენლობით. შესაძლოა, კლიჩკო პროექტის რეანიმაციით დაინტერესდეს.პოროშენკოს თავგადასავალიყოფილი პრეზიდენტი პარლამენტში ყველაზე დიდ ოპოზიციურ ფრაქციას („ევროპული სოლიდარობა“) ფლობს. მას სერიოზული კავშირები აქვს აშშ-სა და ევროკავშირში. თეორიულად მას შეუძლია კლიჩკოსთან შეთანხმება. მით უმეტეს, რომ 2015 წელს ისინი ერთად იყვნენ, თუმცა ცოტა ხნით.ჯერჯერობით პოროშენკოს პრეზიდენტის სავარძელში დაბრუნების შანსი მცირეა. ის საზღვარგარეთაც ვერ ახერხებს გამგზავრებას უპრობლემოდ და როდესაც ევროპაში აღმოჩნდება ხოლმე, ზელენსკის ჯაშუშები ცდილობენ მასზე რაც შეიძლება მეტი კომპრომატის მოპოვებას.არც მის თანამებრძოლებს ულხინთ. მაგალითად, ზელენსკის პარტიის „ხალხის მსახურის“ დეპუტატმა მარიანა ბეზუგლაიამ მოითხოვა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისგან მოხალისეებისა და პოლიტიკოსების ქსელის საქმიანობის გამოძიება ექს-პრეზიდენტის ბანაკიდან, რომლებიც, მისი აზრით, ცდილობენ ქვეყნის ხელისუფლებაში განხეთქილების შეტანას. თითქოს ცდილობენ ყველა წარმატება ჯარის სარდლობას მიაწერონ, წარუმატებლობა კი - ზელენსკის. თანაც ამას მოსკოვის ინტერესებში აკეთებენ.უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს უზარმაზარი ბოტების ფერმის ლიკვიდაციის შესახებ, რომელიც ქვეყანაში საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სიტუაციას არყევდა. უკრაინულმა მასმედიამ ეს აღიქვა, როგორც მორიგი შეტევა პოროშენკოზე.უწყებაში განაცხადეს, რომ ერთმა უკრაინულმა პოლიტიკურმა პარტიამ ყალბი ანგარიშებიდან შექმნა ჯგუფები სოციალურ ქსელებში, რომლებსაც 400 ათასკაციანი აუდიტორია ჰყავს, და გაავრცელა ინფორმაცია, რომელსაც ზელენსკი უნდა დაეპირისპირებინა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ვალერი ზალუჟნისთან, ხმები პრეზიდენტის ოფისში კონფლიქტების შესახებ, ცდილობდა პრეზიდენტის მეუღლის იმიჯის შელახვას. ძალოვანების ვერსიით, ქსელს უშუალოდ ხელმძღვანელობდა რუსეთის მოქალაქე. ამიტომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში დარწმუნებული არიან, რომ ზოგიერთი უკრაინელი პოლიტიკოსი მოწინააღმდეგის „თამაშს თამაშობს“.ზამთარი ახლოვდებაუკრაინული მასმედია აღშფოთებულია: სპეცოპერაციის პირობებში ზელენსკი ნებისმიერ ოპოზიციურ საქმიანობას მტრის წისქვილზე წყლის დასხმად აფასებს. სრულმასშტაბიანი რეპრესიებისგან მას მხოლოდ განსხვავებულად მოაზროვნეთა დასავლელი მფარველები აკავებენ. „ოპოზიციურ პლატფორმას - სიცოცხლისთვის“ კი ასეთები არ ჰყავს, ამიტომ ის სწრაფად აკრძალეს. ერთ-ერთი ლიდერი ვიქტორ მედვედჩუკი სახელმწიფო ღალატის ბრალდებით ციხეში გაუშვეს. პოროშენკო კი, რომელიც იმავე საქმეზე ეჭვმიტანილია, თავისუფალია.პოლიტოლოგი როსტისლავ იშჩენკო დარწმუნებულია, რომ კლიჩკოს დემარში გამოიწვია პრეზიდენტის ოფისის მუქარამ, ჩამოერთმიათ მისთვის მოქალაქეობა. „ზელენსკი დიდი ხანია ცდილობს კიევის სათავეში თავისი კაცის დანიშვნას. საბრძოლო მოქმედებების გამო უკრაინის ეკონომიკა მკვეთრად შემცირდა და ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა. კლიჩკო ცდილობს ყურადღება მიიქციოს თავდაცვის მიზნით“, – ამბობს ექსპერტი.ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ უკრაინაში პოლიტიკური სიტუაცია ზამთრის დადგომასთან ერთად გამწვავდება. ამ ფონზე გაძლიერდება საპროტესტო განწყობა და ზელენსკი კიდევ უფრო მეტ ძალაუფლებას მოაქცევს თავის ხელში. ოპოზიცია კი თავდაცვაზე გადავა და გაერთიანებას შეეცდება.გადავლენ თუ არა ზელენსკის მოწინააღმდეგეები შეტევაზე და მოაწყობენ თუ არა გადატრიალებას - ეს დასავლელ კურატორებზეა დამოკიდებული. როგორც ექსპერტი ამბობს, მათი მოწონების გარეშე არავინ გარისკავს, ვინაიდან ამ შემთხვევაში შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა შესაძლოა უარი უთხრან კრედიტებზე, იარაღისა და საბრძოლო მასალის მოწოდებაზე.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/08/269273132_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_5af13b1eefcf201c484925176e3d0580.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ანალიტიკა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
ანალიტიკა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
უკრაინული ოპოზიცია ვოლოდიმირ ზელენსკის წინააღმდეგ ერთიანდება, რადგან მისი რეპრესიებისგან დაიღალა. მასშტაბური პოლიტიკური კრიზისი შეიძლება დაიწყოს ზამთარში, როდესაც ხელისუფლება გათბობის სეზონს ჩააგდებს. რა მოჰყვება ამას რუსეთის გადასახედიდან, „რია ნოვისტი“ წერს.
კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ ფაქტობრივად ოპოზიციაში წასვლის შესახებ გამოაცხადა და აღნიშნა, რომ უკვე მოიპოვა მხარდაჭერა უცხოეთიდან. ძმა ვლადიმერი ეფექტურად აგვარებს ჰუმანიტარულ საკითხებს გერმანიის მთავრობასთან. ყოფილი მოკრივე ნდობის პირად რეიტინგს აფასებს 63 პროცენტით, ხოლო პარტია „უდარისას“ – 31 პროცენტით. ფიქრობს, რომ სწორედ მან იხსნა დედაქალაქი, როდესაც ის ალყაში იყო მოქცეული.
კლიჩკოს თქმით, მან იცოდა რუსეთის სპეცოპერაციის შესახებ და ამიტომ ემზადებოდა ბრძოლისთვის. განაწყობდა მოსახლეობას ხანგრძლივი წინააღმდეგობისთვის. ყოფილი მსოფლიო ჩემპიონი აღშფოთდა იმით, რომ რუსებმა დაუფარავად გამართეს წვრთნები ბელარუსში, შემდეგ კი თითქმის წინააღმდეგობის გარეშე მიაღწიეს კიევამდე და ხელისუფლებამ არაფერი იღონა.
კლიჩკომ აღნიშნა, რომ ზელენსკის ზოგიერთი ხელდასმული უბრალოდ გაიქცა. გარდა ამისა, პრეზიდენტმა კიევში სამხედრო ადმინისტრაციის წარმომადგენელი დანიშნა, მაგრამ ყველა საკითხს კვლავ მერი აგვარებს.
ამის მიუხედავად, ზელენსკის არ სურდა კლიჩკოს გაშვება მადრიდში ნატოს სამიტზე, ხოლო პრეზიდენტის ოფისი მას მხოლოდ რამდენჯერმე დაუკავშირდა. პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალიც მის იგნორირებას ეწევა. სამაგიეროდ ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსი ანდრეი ერმაკი, რომელიც ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესს ხელმძღვანელობს, ცდილობს ცენტრს დაუმორჩილოს უკრაინის ყველა ქალაქი. კლიჩკო კი თვითმმართველობის მომხრეა.
ისიც ახსენა, რომ ზელენსკის გუნდი მას მოქალაქეობის წართმევით ემუქრებოდა გერმანული პასპორტის გამო, რომელიც მერს არ აქვს. ამის საბაბი გახდა მოკრივის მოწოდება, დაებრუნებინათ დოკუმენტები დნეპრის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელისთვის გენადი კორბანისთვის: ის საზღვარგარეთ გაემგზავრა და დაბრუნება ვერ შეძლო. ამგვარად პრეზიდენტის ოფისმა ის დასაჯა ხმების გავრცელებისთვის იმის შესახებ, რომ ერმაკმა არამიზნობრივად დახარჯა დასავლური კრედიტები.
კორბანი იგორ კოლომოისკის უახლოესი გარემოცვიდანაა, რომელსაც ასევე პრობლემები აქვს მოქალაქეობასთან დაკავშირებით. 2019 წელს მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბიზნესმენი აპირებდა „მერების პარტიის“ შექმნას დონბასის, დნეპრის, ზაპოროჟიეს, ოდესის, ხარკოვისა და სხვა რეგიონების ხელმძღვანელების შემადგენლობით. შესაძლოა, კლიჩკო პროექტის რეანიმაციით დაინტერესდეს.
ყოფილი პრეზიდენტი პარლამენტში ყველაზე დიდ ოპოზიციურ ფრაქციას („ევროპული სოლიდარობა“) ფლობს. მას სერიოზული კავშირები აქვს აშშ-სა და ევროკავშირში. თეორიულად მას შეუძლია კლიჩკოსთან შეთანხმება. მით უმეტეს, რომ 2015 წელს ისინი ერთად იყვნენ, თუმცა ცოტა ხნით.
ჯერჯერობით პოროშენკოს პრეზიდენტის სავარძელში დაბრუნების შანსი მცირეა. ის საზღვარგარეთაც ვერ ახერხებს გამგზავრებას უპრობლემოდ და როდესაც ევროპაში აღმოჩნდება ხოლმე, ზელენსკის ჯაშუშები ცდილობენ მასზე რაც შეიძლება მეტი კომპრომატის მოპოვებას.
არც მის თანამებრძოლებს ულხინთ. მაგალითად, ზელენსკის პარტიის „ხალხის მსახურის“ დეპუტატმა მარიანა ბეზუგლაიამ მოითხოვა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისგან მოხალისეებისა და პოლიტიკოსების ქსელის საქმიანობის გამოძიება ექს-პრეზიდენტის ბანაკიდან, რომლებიც, მისი აზრით, ცდილობენ ქვეყნის ხელისუფლებაში განხეთქილების შეტანას. თითქოს ცდილობენ ყველა წარმატება ჯარის სარდლობას მიაწერონ, წარუმატებლობა კი - ზელენსკის. თანაც ამას მოსკოვის ინტერესებში აკეთებენ.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს უზარმაზარი ბოტების ფერმის ლიკვიდაციის შესახებ, რომელიც ქვეყანაში საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სიტუაციას არყევდა. უკრაინულმა მასმედიამ ეს აღიქვა, როგორც მორიგი შეტევა პოროშენკოზე.
უწყებაში განაცხადეს, რომ ერთმა უკრაინულმა პოლიტიკურმა პარტიამ ყალბი ანგარიშებიდან შექმნა ჯგუფები სოციალურ ქსელებში, რომლებსაც 400 ათასკაციანი აუდიტორია ჰყავს, და გაავრცელა ინფორმაცია, რომელსაც ზელენსკი უნდა დაეპირისპირებინა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ვალერი ზალუჟნისთან, ხმები პრეზიდენტის ოფისში კონფლიქტების შესახებ, ცდილობდა პრეზიდენტის მეუღლის იმიჯის შელახვას. ძალოვანების ვერსიით, ქსელს უშუალოდ ხელმძღვანელობდა რუსეთის მოქალაქე. ამიტომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში დარწმუნებული არიან, რომ ზოგიერთი უკრაინელი პოლიტიკოსი მოწინააღმდეგის „თამაშს თამაშობს“.
უკრაინული მასმედია აღშფოთებულია: სპეცოპერაციის პირობებში ზელენსკი ნებისმიერ ოპოზიციურ საქმიანობას მტრის წისქვილზე წყლის დასხმად აფასებს. სრულმასშტაბიანი რეპრესიებისგან მას მხოლოდ განსხვავებულად მოაზროვნეთა დასავლელი მფარველები აკავებენ. „ოპოზიციურ პლატფორმას - სიცოცხლისთვის“ კი ასეთები არ ჰყავს, ამიტომ ის სწრაფად აკრძალეს. ერთ-ერთი ლიდერი ვიქტორ მედვედჩუკი სახელმწიფო ღალატის ბრალდებით ციხეში გაუშვეს. პოროშენკო კი, რომელიც იმავე საქმეზე ეჭვმიტანილია, თავისუფალია.
პოლიტოლოგი როსტისლავ იშჩენკო დარწმუნებულია, რომ კლიჩკოს დემარში გამოიწვია პრეზიდენტის ოფისის მუქარამ, ჩამოერთმიათ მისთვის მოქალაქეობა. „ზელენსკი დიდი ხანია ცდილობს კიევის სათავეში თავისი კაცის დანიშვნას. საბრძოლო მოქმედებების გამო უკრაინის ეკონომიკა მკვეთრად შემცირდა და ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა. კლიჩკო ცდილობს ყურადღება მიიქციოს თავდაცვის მიზნით“, – ამბობს ექსპერტი.
ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ უკრაინაში პოლიტიკური სიტუაცია ზამთრის დადგომასთან ერთად გამწვავდება. ამ ფონზე გაძლიერდება საპროტესტო განწყობა და ზელენსკი კიდევ უფრო მეტ ძალაუფლებას მოაქცევს თავის ხელში. ოპოზიცია კი თავდაცვაზე გადავა და გაერთიანებას შეეცდება.
გადავლენ თუ არა ზელენსკის მოწინააღმდეგეები შეტევაზე და მოაწყობენ თუ არა გადატრიალებას - ეს დასავლელ კურატორებზეა დამოკიდებული. როგორც ექსპერტი ამბობს, მათი მოწონების გარეშე არავინ გარისკავს, ვინაიდან ამ შემთხვევაში შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა შესაძლოა უარი უთხრან კრედიტებზე, იარაღისა და საბრძოლო მასალის მოწოდებაზე.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე