ყირიმ-კონგოს ცხელება: ინფექციის წყარო და სიმპტომები

გამოწერა
НовостиTelegram
საქართველოში ყირიმ-კონგოს ცხელებით ინფიცირების რაოდენობა იზრდება.
კვირის მანძილზე ინფიცირების მინიმუმ ექვსი ახალი შემთხვევა ფიქსირდება, ასეთი მზარდი მაჩვენებელი კი, მედიკოსების თქმით, ბოლო 15 წლის მანძილზე არ დაფიქსირებულა. ამასთან, პაციენტების დიდი ნაწილი რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობას საჭიროებს.
ყირიმ-კონგოს ცხელებისთვის დამახასიათებელი ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში სპეციალისტები მოსახლეობას მოუწოდებენ, დაავადებულმა ექიმს დროულად მიმართოს. თვითმკურნალობა გარდაცვალების რისკებს ზრდის. საქართველოში ყირიმ-კონგოს ინფექციის ანტივირუსული საშუალებების გამოყენებით მკურნალობის პროტოკოლი არსებობს.
საქართველოში ყირიმ-კონგოს დაავადება 2009 წელს გაჩნდა. ყოველწლიურად ქვეყანაში 1-დან 15-მდე შემთხვევა ვლინდებოდა. მიმდინარე წელს კი საქართველოში ამ ინფექციის უკვე 44 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან სამი შემთხვევა ფატალურად დასრულდა.
2009 წლიდან დღემდე საქართველოში ყირიმ-კონგოს ცხელების 164 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 21 ადამიანი გარდაიცვალა.
ინფოგრაფიკაში მკითხველი გაეცნობა ინფორმაციას ინფექციის წყაროსა და სიმპტომების შესახებ.
ყველა ახალი ამბავი
0