ტრაგედია კახეთში: მდინარე იორში ძმების ცხედრები იპოვეს

© courtesy of Municipality of Gurjaaniმდინარის ნაპირი
მდინარის ნაპირი - Sputnik საქართველო, 1920, 19.08.2022
გამოწერა
სავარაუდოდ, ერთ ძმას ფეხი დაუცდა და წყალში ჩავარდა, მეორე ძმა კი მის საშველად შევიდა არხში.
თბილისი, 19 აგვისტო – Sputnik. უჯარმაში, მდინარე იორის არხში 15 და 20 წლის ძმების ცხედრები იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2”.
არსებული ინფორმაციით, გუშინ არხში ერთი ძმა ჩავარდა, მეორე კი მის დასახმარებლად შევიდა წყალში.
ახალგაზრდების ცხედრები მაშველებმა დღეს, დილით იპოვეს.
„ძმები პაპა-ბებიასთან იყვნენ სტუმრად. ნათესავთან ერთად არხზე საბანაოდ წავიდნენ, სადაც ერთ ძმას ფეხი დაუცდა და წყალში ჩავარდა. მეორე ძმა მისახმარებლად შევიდა წყალში, მაგრამ ორივე დინებამ წაიღო. ნათესავმა შეგვატყობინა, ჩვენ კი სამაშველო სამსახურს შევატყობინეთ. ჯგუფები სწრაფად მოვიდნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, ტრაგედია მოხდა", – განაცხადა სოფელ უჯარამაში საგარეჯოს მერის წარმომადგენელმა ზურაბ შინდელაშვილმა.
ადგილზე სამაშველო ბრიგადა ძებნის ოპერაციას რამდენიმე საათის განმავლობაში აწარმოებდა.
წყარო - ტელეკომპანია „რუსთავი 2”.
ყველა ახალი ამბავი
0