Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

აუქციონზე სტივენ ჰოკინგის მანქანას გაყიდიან, რომლითაც მეცნიერი ბოლო წლებში გადაადგილდებოდა

CC BY 2.0 / Lwp Kommunikáció / Stephen Hawkingსტივენ ჰოკინგი
სტივენ ჰოკინგი - Sputnik საქართველო, 1920, 19.08.2022
გამოწერა
აგვისტოს ბოლოს ბრიტანული სააუქციონო სახლი Silverstone 1988 წელს გამოშვებულ Volkswagen Caravelle-ს აუქციონზე გაიტანს, რომელიც ცნობილ მეცნიერს, ფიზიკოსს, სტივენ ჰოკინგს ეკუთვნოდა.
1963 წელს სტივენ ჰოკინგს ამიოტროფული გვერდითი სკლეროზის დიაგნოზი დაუსვეს, რის გამოც ის ეტლით გადაადგილდებოდა. 1988 წელს მან Volkswagen Caravelle შეიძინა.
მოგვიანებით შორ მანძილზე სამოგზაუროდ ფიზიკოსის Volkswagen-ი სპეციალური პანდუსით აღჭურვეს, რისი საშუალებითაც ის მანქანაში დამოუკიდებლად ჩაჯდომას და იქიდან გადმოსვლას ახერხებდა.
სტივენ ჰოკინგი - Sputnik საქართველო, 1920, 21.03.2018
სტივენ ჰოკინგს ნიუტონისა და დარვინის გვერდით დაკრძალავენ
სტივენ ჰოკინგი ბრიტანელი ფიზიკოსი და ასტროფიზიკოსი იყო. ფიზიკის თეორეტიკოსებს შორის იგი არის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და წონიანი მეცნიერი. ძირითადად მოღვაწეობდა კოსმოლოგიასა და კვანტურ გრავიტაციაში.
მიუხედავად მძიმე ავადმყოფობისა, ჰოკინგი ეწეოდა აქტიურ ცხოვრებას. იგი აგრეთვე მოღვაწეობდა როგორც მეცნიერების პოპულარიზატორი. ჰოკინგი 2018 წლის 14 მარტს გარდაიცვალა კემბრიჯში.
ყველა ახალი ამბავი
0