https://sputnik-georgia.com/20220819/samartliani-arcevnebi-amerikis-saelco-269618268.html
ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციას: აშშ-ის საელჩო „სამართლიან არჩევნებს“ ექომაგება
ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციას: აშშ-ის საელჩო „სამართლიან არჩევნებს“ ექომაგება
Sputnik საქართველო
თბილისი, 19 აგვისტო — Sputnik. სადამკვირვებლო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისთვის“ პარლამენტის სამუშაო ჯგუფებში ჩართვაზე უარის თქმა ევროკომისიის... 19.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-19T20:56+0400
2022-08-19T20:56+0400
2022-08-19T22:42+0400
საქართველო
ახალი ამბები
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტი
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება - isfed
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/07/269264880_0:964:2048:2116_1920x0_80_0_0_ad8c01cbab856613d48feebaa48ce5f1.jpg
თბილისი, 19 აგვისტო — Sputnik. სადამკვირვებლო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისთვის“ პარლამენტის სამუშაო ჯგუფებში ჩართვაზე უარის თქმა ევროკომისიის რეკომენდაციებს ეწინააღმდეგება, აცხადებენ საქართველოში აშშ-ის საელჩოში.როგორც დიპლომატიურ მისიაში განმარტავენ, პარტნიორმა ორგანიზაციებმა ISFED პარლამენტის სამუშაო ჯგუფში ჩასართავად „მისი კომპეტენციის, პროფესიონალიზმისა და საარჩევნო რეფორმებში ხანგრძლივი გამოცდილების გამო“ შეარჩიეს. შესაბამისად, მისთვის ჯგუფში ჩართვაზე უარი „პარლამენტის საარჩევნო რეფორმის პროცესის გულწრფელობასთან დაკავშირებით კითხვებს ბადებს“.მანამდე, 18 აგვისტოს პარლამენტში საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის საკითხზე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. ეს ერთ-ერთია იმ სამუშაო ჯგუფთა შორის, რომლებიც „ქართულმა ოცნებამ“ ევროკომისიის პირობების შესრულების მიზნით შექმნა პარლამენტში. მმართველი პარტიის გადაწყვეტილებით, სამუშაო ჯგუფში „სამართლიანი არჩევნები“ არ დაუშვეს, ვინაიდან, მათი განცხადებით, ISFED „ნეიტრალურობის კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებს“. ოპოზიციაში კი ეჭვობენ, რომ ამ ნაბიჯით ხელისუფლება „მაგიდის აყირავებას” ცდილობს, რათა სამუშაო ჯგუფი სხვებმაც დატოვონ. მანამდე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ ასევე მოუწოდა დაინტერესებულ მხარეებს, რომ ევროკომისიის პირობების შესრულების მიზნით შექმნილ სამუშაო ჯგუფებში არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობა უზრუნველყონ.სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) 1995 წელს დაარსდა საარჩევნო პროცესებზე სამოქალაქო მონიტორინგის მიზნით. დაარსების მომენტიდან დღემდე „სამართლიანი არჩევნები“ საქართველოში ჩატარებულ 20-ზე მეტ არჩევნებში მონაწილეობდა დამკვირვებლის სტატუსით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/07/269264880_0:772:2048:2308_1920x0_80_0_0_39a4d19b59a820eef5a6e3285d4ab3c0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ახალი ამბები, პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტი, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება - isfed
საქართველო, ახალი ამბები, პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტი, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება - isfed
თბილისი, 19 აგვისტო — Sputnik. სადამკვირვებლო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისთვის“ პარლამენტის სამუშაო ჯგუფებში ჩართვაზე უარის თქმა ევროკომისიის რეკომენდაციებს ეწინააღმდეგება, აცხადებენ საქართველოში აშშ-ის საელჩოში.
„სამართლიანი არჩევნების" (ISFED), საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე სანდო და გამოცდილი საარჩევნო სადამკვირვებლო ორგანიზაციის არდაშვება საარჩევნო რეფორმების პარლამენტის სამუშაო ჯგუფში პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციას, რომლის თანახმად, საქართველომ უნდა „უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესის ყველა დონეზე“, — ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
როგორც დიპლომატიურ მისიაში განმარტავენ, პარტნიორმა ორგანიზაციებმა ISFED პარლამენტის სამუშაო ჯგუფში ჩასართავად „მისი კომპეტენციის, პროფესიონალიზმისა და საარჩევნო რეფორმებში ხანგრძლივი გამოცდილების გამო“ შეარჩიეს. შესაბამისად, მისთვის ჯგუფში ჩართვაზე უარი „პარლამენტის საარჩევნო რეფორმის პროცესის გულწრფელობასთან დაკავშირებით კითხვებს ბადებს“.
მანამდე, 18 აგვისტოს პარლამენტში საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის საკითხზე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. ეს ერთ-ერთია იმ სამუშაო ჯგუფთა შორის, რომლებიც „ქართულმა ოცნებამ“ ევროკომისიის პირობების შესრულების მიზნით შექმნა პარლამენტში. მმართველი პარტიის გადაწყვეტილებით, სამუშაო ჯგუფში „სამართლიანი არჩევნები“ არ დაუშვეს, ვინაიდან, მათი განცხადებით, ISFED „ნეიტრალურობის კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებს“. ოპოზიციაში კი ეჭვობენ, რომ ამ ნაბიჯით ხელისუფლება „მაგიდის აყირავებას” ცდილობს, რათა სამუშაო ჯგუფი სხვებმაც დატოვონ.
მანამდე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ ასევე მოუწოდა დაინტერესებულ მხარეებს, რომ ევროკომისიის პირობების შესრულების მიზნით შექმნილ სამუშაო ჯგუფებში არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობა უზრუნველყონ.
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) 1995 წელს დაარსდა საარჩევნო პროცესებზე სამოქალაქო მონიტორინგის მიზნით. დაარსების მომენტიდან დღემდე „სამართლიანი არჩევნები“ საქართველოში ჩატარებულ 20-ზე მეტ არჩევნებში მონაწილეობდა დამკვირვებლის სტატუსით.