თბილისში პარკირების წესის დამრღვევებს კვლავ დააჯარიმებენ

© photo: Sputnik / Stringerპარკირება და ფასიანი პარკინგი თბილისში
პარკირება და ფასიანი პარკინგი თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 19.08.2022
გამოწერა
სიახლის სარგებლობისთვის საკმარისია სისტემაში ერთხელ შესვლა და მონაცემების განახლება.
თბილისი, 19 აგვისტო – Sputnik. 22 აგვისტოდან თბილისის მერიის ყველა ელექტრონული სისტემა მუშაობას კვლავ ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს, ასევე ამოქმედდება ყველა ჯარიმაც.
თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ელექტრონულ სისტემებში შეფერხებების გამო 15 აგვისტოდან ზონალურ-საათობრივი პარკირების წესების დამრღვევებს არ აჯარიმებდნენ.
უწყების ცნობით, სხვადასხვა ონლაინ აპლიკაციის მომხმარებლები ერთ მომხმარებლად გაერთიანდნენ (ერთი მომხმარებელი და ერთი პაროლი), რაც ელექტრონულ სისტემებში მოქალაქეთა მუშაობას გაამარტივებს. აღნიშნული ცვლილების მიზანი თბილისის მუნიციპალური ელექტრონული სისტემების მოხმარების გამარტივებაა. მომხმარებლების გაერთიანების შემდეგ მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა ერთი მომხმარებლის პაროლით ისარგებლოს შემდეგი ელექტრონული სისტემებით: თბილისის პარკინგი, თბილისის ტაქსი, ონლაინ განცხადებების პორტალი და ა.შ.
ახალ სისტემაზე გადასვლის გამო აპლიკაცია შეფერხებით მუშაობდა. მერიის მონაცემებით, ყველა აპლიკაცია უკვე ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.
სიახლის სარგებლობისთვის საკმარისია სისტემაში ერთხელ შესვლა და მონაცემების განახლება.
ტექნიკური დახმარების საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლებს შეუძლიათ მიმართონ მუნიციპალიტეტის სერვისცენტრებს ან დარეკონ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს ტექნიკურ „ცხელ ხაზზე“ - 1399.
თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა პირველად 2019 წლის 1 აგვისტოდან ამოქმედდა. ამ ეტაპზე ასეთი პარკირების ზონები დედაქალაქის რამდენიმე უბანში ფუნქციონირებს, ძირითადად, ქალაქის ცენტრალურ უბნებში, სადაც 1-საათიანი პარკირების ღირებულება 1 ლარია. ამასთან, პარკირების პირველი 15 წუთი უფასოა.
ყველა ახალი ამბავი
0