„ნამდვილი გრძნობის და ვნების კანონის ნებით მიყვარხარ“ - მარიტა მელიქიშვილი გიორგი გასვიანს
16:01 19.08.2022 (განახლებულია: 20:45 19.08.2022)
© courtesy of Giorgi Gasvianiგიორგი გასვიანი და მარიტა მელიქიშვილი
© courtesy of Giorgi Gasviani
გამოწერა
მარიტა მელიქიშვილი სოციალურ ქსელში გიორგი გასვიანთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და მეუღლეს გაცნობის თარიღს ემოციური პოსტით ულოცავს.
„ორი წელი ჩვენი შეხვედრიდან. ამ ქვეყნად რაც კი ხდება შემთხვევით, მარადიული ის არის მხოლოდ და ასეთია ყოველთვის. ბოლო ნამდვილი გრძნობის, განცდის და ვნების და მეც ამ დიდი კანონის ნებით მიყვარხარ“, – წერს მარიტა მელიქიშვილი სოციალურ ქსელში.
წყვილი 2021 წლის იანვარში დაქორწინდა და მათ რამდენიმე თვეში ვაჟი - გალაკტიონი შეეძინათ.