მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

პუტინმა „მოთხოვნას გადახედა“: IAEA-ს მისია ზაპოროჟიეში კიევის გავლით ჩავა

© photo: Sputnik / Alexey Nikolsky / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 19.08.2022
გამოწერა
თბილისი, 19 აგვისტო — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი თანახმაა, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მისია ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე უკრაინის გავლით ჩავიდეს, იუწყება სააგენტო Frace Press ელისეს სასახლეზე დაყრდნობით.
სააგენტოს ცნობით, აღნიშნულის თაობაზე რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტები დღეს, სატელეფონო საუბრისას შეთანხმდნენ.
ელისეს სასახლის ცნობით, პუტინმა „გადახედა მოთხოვნას“, რომ IAEA-ს ექსპერტების მისია ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რუსეთის გავლით ჩასულიყო და ექსპერტების უკრაინის გავლით ჩასვლას დაეთანხმა.
როგორც კრემლში აცხადებენ, ორი ქვეყნის ლიდერებმა ხაზი გაუსვეს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე IAEA-ს მისიის შეძლებისდაგვარად სწრაფად გაგზავნის მნიშვნელობას, რომელიც ადგილზე შეაფასებს რეალურ ვითარებას.
ზაპოროჟიეს სადგური, რომელიც დნეპრის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს ქალაქ ენერგოდართან, არის ყველაზე დიდი ატომური ელექტროსადგური ევროპაში ბლოკების რაოდენობით და დადგმული სიმძლავრის მიხედვით. სადგურზე ექვსი ენერგობლოკია. მას მიმდინარე წლის მარტიდან რუსი სამხედროები აკონტროლებენ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ამას ბირთვული და რადიოაქტიური მასალების გაჟონვის თავიდან აცილების მიზნით აკეთებს.
აშშ და სხვა ქვეყნები მოუწოდებენ რუსეთს „დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი შეიარაღებული ძალები და ყველა სხვა არასანქცირებული პერსონალი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან“ და დაუბრუნოს იგი უკრაინას. მათ შესაბამისი განცხადებაც გამოაქვეყნეს, რომელსაც 40-ზე მეტმა სახელმწიფომ მოაწერა ხელი. ვენის საერთაშორისო ორგანიზაციებში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა მიხაილ ულიანოვმა დოკუმენტს პროპაგანდისტული უწოდა.
ყველა ახალი ამბავი
0