https://sputnik-georgia.com/20220819/gadasasvleli-puntqebicxinvalsi-269619498.html
სამწლიანი შეზღუდვა ნაწილობრივ შემსუბუქდა: ცხინვალისკენ „გადასასვლელი პუნქტები“ იხსნება
სამწლიანი შეზღუდვა ნაწილობრივ შემსუბუქდა: ცხინვალისკენ „გადასასვლელი პუნქტები“ იხსნება
Sputnik საქართველო
თბილისი, 19 აგვისტო — Sputnik. თითქმის სამწლიანი შეზღუდვის შემდეგ ცხინვალის მიმართულებით „გადასასვლელი პუნქტები“ ნაწილობრივ იხსნება, იუწყება შერიგებისა და... 19.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-19T21:42+0400
2022-08-19T21:42+0400
2022-08-19T22:47+0400
საქართველო
ახალი ამბები
საზოგადოება
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23209/42/232094269_2:0:1238:695_1920x0_80_0_0_ee5435722b0ab3548f1c7895f1d3f52c.jpg
თბილისი, 19 აგვისტო — Sputnik. თითქმის სამწლიანი შეზღუდვის შემდეგ ცხინვალის მიმართულებით „გადასასვლელი პუნქტები“ ნაწილობრივ იხსნება, იუწყება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი.როგორც აღინიშნება, ეს არის „ჰუმანიტარული მიდგომით განხორციელებული ნაბიჯი“, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას მდგომარეობას შეუმსუბუქებს.სახელმწიფო მინისტრის აპარატში ხაზს უსვამენ, რომ თავისუფალი გადაადგილების უკანონო შეზღუდვის საკითხი, ისევე, როგორც ახალგორის რაიონში შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული ვითარება და ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები, მუდმივად განიხილებოდა საერთაშორისო პარტნიორებთან და ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრების ფარგლებში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23209/42/232094269_156:0:1083:695_1920x0_80_0_0_6a4155e1fbb139b20dbe70635956f4d5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ახალი ამბები, საზოგადოება, პოლიტიკა
საქართველო, ახალი ამბები, საზოგადოება, პოლიტიკა
სამწლიანი შეზღუდვა ნაწილობრივ შემსუბუქდა: ცხინვალისკენ „გადასასვლელი პუნქტები“ იხსნება
21:42 19.08.2022 (განახლებულია: 22:47 19.08.2022) თბილისი, 19 აგვისტო — Sputnik. თითქმის სამწლიანი შეზღუდვის შემდეგ ცხინვალის მიმართულებით „გადასასვლელი პუნქტები“ ნაწილობრივ იხსნება, იუწყება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი.
როგორც აღინიშნება, ეს არის „ჰუმანიტარული მიდგომით განხორციელებული ნაბიჯი“, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას მდგომარეობას შეუმსუბუქებს.
„ცხინვალის მიმართულებით ე.წ. გადასასვლელების ნაწილობრივ გახსნა ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის, ახლობლებთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობისა და მათთვის ხელმისაწვდომი სხვადასხვა შეღავათით სარგებლობის შესაძლებლობას მისცემს“, — ნათქვამია განცხადებაში.
სახელმწიფო მინისტრის აპარატში ხაზს უსვამენ, რომ თავისუფალი გადაადგილების უკანონო შეზღუდვის საკითხი, ისევე, როგორც ახალგორის რაიონში შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული ვითარება და ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები, მუდმივად განიხილებოდა საერთაშორისო პარტნიორებთან და ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრების ფარგლებში.