https://sputnik-georgia.com/20220819/dabrunebuli-migrantebi-269616170.html
დახმარება სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტებისთვის: დაწყებულია განაცხადების მიღება
დახმარება სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტებისთვის: დაწყებულია განაცხადების მიღება
Sputnik საქართველო
თბილისი, 19 აგვისტო — Sputnik. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ ქვეყანაში დაბრუნებულ მიგრანტთა განაცხადების მიღება დაიწყო... 19.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-19T19:50+0400
2022-08-19T19:50+0400
2022-08-19T22:29+0400
საქართველო
ახალი ამბები
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23471/62/234716273_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_8262ee16b78330d1961f1015b9ea802a.jpg
თბილისი, 19 აგვისტო — Sputnik. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ ქვეყანაში დაბრუნებულ მიგრანტთა განაცხადების მიღება დაიწყო, ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.აღნიშნული პროგრამის მიზანი ემიგრაციიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების რეინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერაა.პირველ ეტაპზე, იმისათვის, რომ დაბრუნებულ მიგრანტს შემოსავლის წყაროს გაჩენასა და დასაქმებაში შეუწყონ ხელი, პროგრამის ფარგლებში 100-მდე პროექტი დაფინანსდება. თვითდასაქმების მსურველები საქმიანობის წამოწყებისა თუ მისი გაფართოებისთვის საჭირო ინვენტარს თავად შეარჩევენ.სააგენტო მიმდინარე წელს განაცხადების მიღებას უკვე მეორედ იწყებს. მიმდინარე წელს სულ 200-მდე მიგრანტი დაფინანსდება.პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში მუდმივი ცხოვრების უფლების მქონე არამოქალაქე პირებსა და საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც:განაცხადების მიღება სააგენტოს და მის ტერიტორიულ სამმართველოებში 7 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.დაინტერესებულ პირებს დეტალური ინფორმაციის ნახვა შეუძლიათ ბმულზე: https://idp.gov.ge/statement-98/
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23471/62/234716273_84:0:1417:1000_1920x0_80_0_0_8d610cf8c729ad48a0b09ea32b1d70a3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ახალი ამბები, საზოგადოება
საქართველო, ახალი ამბები, საზოგადოება
დახმარება სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტებისთვის: დაწყებულია განაცხადების მიღება
19:50 19.08.2022 (განახლებულია: 22:29 19.08.2022) თბილისი, 19 აგვისტო — Sputnik. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ ქვეყანაში დაბრუნებულ მიგრანტთა განაცხადების მიღება დაიწყო, ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
აღნიშნული პროგრამის მიზანი ემიგრაციიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების რეინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერაა.
პირველ ეტაპზე, იმისათვის, რომ დაბრუნებულ მიგრანტს შემოსავლის წყაროს გაჩენასა და დასაქმებაში შეუწყონ ხელი, პროგრამის ფარგლებში 100-მდე პროექტი დაფინანსდება. თვითდასაქმების მსურველები საქმიანობის წამოწყებისა თუ მისი გაფართოებისთვის საჭირო ინვენტარს თავად შეარჩევენ.
სააგენტო მიმდინარე წელს განაცხადების მიღებას უკვე მეორედ იწყებს. მიმდინარე წელს სულ 200-მდე მიგრანტი დაფინანსდება.
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში მუდმივი ცხოვრების უფლების მქონე არამოქალაქე პირებსა და საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც:
საზღვარგარეთ ერთ წელზე მეტ ხანს იმყოფებოდნენ არალეგალურად,
განაცხადი ჰქონდათ წარდგენილი თავშესაფრის მიღებაზე,
ან სარგებლობდნენ თავშესაფრით და სამშობლოში ბოლო 12 თვის განმავლობაში დაბრუნდნენ.
განაცხადების მიღება სააგენტოს და მის ტერიტორიულ სამმართველოებში 7 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
დაინტერესებულ პირებს დეტალური ინფორმაციის ნახვა შეუძლიათ ბმულზე:
https://idp.gov.ge/statement-98/