გაეცით ვიზა: რუსეთი აშშ-სგან გაეროს სესიაზე ლავროვის დაშვებას ითხოვს

© photo: Sputnik / Aleksey Filippov / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 18.08.2022
გამოწერა
თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. ამერიკულ მხარეს ამ დრომდე არ გაუცია პასუხი კითხვაზე, გასცემენ თუ არა ვიზას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვზე, რათა მან სექტემბერში გაეროს გენერალურ ასამბლეაში მიიღოს მონაწილეობა, განაცხადა აშშ-ში რუსეთის ელჩმა ანატოლი ანტონოვმა.
მისი თქმით, ამ დროისათვის მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ორმხრივი ურთიერთობებიდან აღარაფერია დარჩენილი.
აღსანიშნავია, რომ შეერთებულმა შტატებმა სერგეი ლავროვი მიმდინარე წლის თებერვლიდან შეიყვანა სანქციების სიაში. გაეროს შეთანხმების მიხედვით, ვაშინგტონს არ შეუძლია დაბრკოლება შეუქმნას ორგანიზაციის მუშაობას, მაგრამ, როგორც ანტონოვი ამბობს, ბოლო წლებში შეერთებულმა შტატებმა არაერთხელ შეუშალა ხელი რუსეთს არა მარტო გაეროს ხაზით, არამედ სხვა სამუშაო ვიზიტებთან დაკავშირებითაც.

„საელჩომ უკვე მიმართა თეთრ სახლს მოთხოვნით, შეასრულოს ქვეყნის ვალდებულებები, რომლის ტერიტორიაზეც მდებარეობს გაერო, და დაუყოვნებლივ გასცეს ვიზები მინისტრზე და რუსეთის დელეგაციის ყველა წევრზე“, — განაცხადა ანატოლი ატონოვმა.

ელჩი პირობას დებს, რომ კვლავაც მოითხოვს გაეროს სესიაში მონაწილეების დაუბრკოლებელ შესვლას აშშ-ში.
რუსეთის საელჩოს ცნობით, მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის დიალოგი ამჟამად პარალიზებულია. ქვეყნებს შორის კონტაქტი პრაქტიკულად შეწყვეტილია. ანატოლი ანტონოვი დარწმუნებულია, რომ ორ ქვეყანას შორის შეთანხმება ნებისმიერ შემთხვევაში იქნება საჭირო, ვინაიდან უდიდესი ბირთვული სახელმწიფოების ურთიერთქმედების გარეშე ვერცერთი გლობალური პრობლემა ვერ მოგვარდება.
აღსანიშნავია ისიც, რომ რამდენიმე კვირის წინ ჯო ბაიდენმა უკვე გამოაცხადა მზადყოფნა, განიხილოს რუსეთთან შეიარაღების კონტროლის ახალი სისტემა — ნაცვლად START-3-ის ხელშეკრულებისა, რომელსაც ვადა 2026 წელს ეწურება. თუმცა მის განცხადებას არანაირი კონკრეტიკა არ მოჰყოლია.
ყველა ახალი ამბავი
0