საუზმე ასუქებს? მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფი მეტაანალიზის შედეგს აქვეყნებს

© Pixabay / LubosHouskaსაუზმე
საუზმე  - Sputnik საქართველო, 1920, 18.08.2022
გამოწერა
თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. გახდომის ძირითადი თეორია, რომელიც აუცილებელ საუზმეს მოიაზრებს, ხელს უწყობს არა წონაში დაკლებას, არამედ, პირიქით, წონის მატებას, იუწყება გამოცემა GizModo მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფის კვლევაზე დაყრდნობით.
​მეცნიერებმა აშშ-ში, დიდ ბრიტანეთსა და იაპონიაში 1993-დან 2016 წლამდე პერიოდში ჩატარებული 13 კვლევა შეისწავლეს, რის შემდეგაც სხეულის მასის სხვადასხვა ინდექსის მქონე დაახლოებით 500 ადამიანი გამოყვეს და მათი რაციონი გააანალიზეს.
გაირკვა, რომ ისინი, ვინც ყოველდღე საუზმობდა, დღეში საშუალოდ 260 კალორიით მეტს იღებდნენ მათთან შედარებით, ვინც დილაობით არ საუზმობდნენ. ამასთან მათი წონა დაახლოებით 0,4 კგ-ით მეტი იყო.
ექსპერტების თქმით, ანალიზის პროცესში მათ ვერ აღმოაჩინეს ვერანაირი მტკიცებულება იმისა, რომ საუზმე ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის გაუმჯობესებას.
ამ დროს კი ბევრი სპეციალისტი ირწმუნება, რომ საუზმე სასარგებლოა, ვინაიდან ადამიანის მეტაბოლიზმი დილიდან „იქოქება“ და დღის განმავლობაში მეტი კალორია იწვება.
იგივეს ამტკიცებენ ფიტნეს-ექსპერტებიც, რომელთა თქმით, საუზმის შემდეგ ორგანიზმი ხანგრძლივად გრძნობს თავს მაძღრისად.
ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ კვლევის ავტორები ვერ იღებენ პასუხისმგებლობას, რომ ადამიანებს საუზმეზე უარისკენ მოუწოდონ. ისინი აპირებენ ჩაატარონ ახალი კვლევები სხვა სამეცნიერო მეთოდების გამოყენებით, რის შემდეგაც ან დაადასტურებენ, ან უარყოფენ საკუთარ ჰიპოთეზას.
ყველა ახალი ამბავი
0