https://sputnik-georgia.com/20220818/satamaso-biznesis-wesebi-seizleba-gamkacrdes-269583426.html
სათამაშო ბიზნესის წესები საქართველოში შეიძლება გამკაცრდეს
სათამაშო ბიზნესის წესები საქართველოში შეიძლება გამკაცრდეს
Sputnik საქართველო
სათამაშო ბიზნესის რეგულირების საკანონმდებლო ბაზა უფრო სრულყოფილი გახდება, რათა საზოგადოება იყოს დაცული, ხოლო ეკონომიკა უფრო ეფექტურად იმართოს, განაცხადა... 18.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-18T18:41+0400
2022-08-18T18:41+0400
2022-08-18T22:55+0400
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/14/266106564_0:6:1921:1086_1920x0_80_0_0_0fc64d5705069375708a03042e70e3a0.jpg
თბილისი, 18 აგვისტო – Sputnik. კანონმდებლობა აზარტული თამაშების წინააღმდეგ საქართველოში შეიძლება კიდევ უფრო გამკაცრდეს, განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დუნდუამ.საქართველოში ონლაინ-კაზინოების მუშაობის წესების გამკაცრების ინიციატივა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ეკუთვნის, თუმცა, როგორც მან აღნიშნა, ეს ეტაპობრივად განხორციელდება. პირველ ეტაპზე ქვეყანაში ონლაინ-კაზინოსთვის გადასახადი გაიზარდა 65–70%-ით, აიკრძალა რეკლამა და დაწესდა მომხმარებლების ასაკობრივი ბარიერი 25 წლამდე. ასევე შეადგინეს იმ პირთა ბაზა, რომლებსაც ეკრძალებათ ონლაინ-კაზინოში თამაში.მისი თქმით, სახელმწიფო აკვირდება პროცესს და ამ მიმართულებით არის დადებითი ნაბიჯები, რომლებიც მიმართული იქნება დამღუპველი პროცესისგან მოსახლეობის მაქსიმალური დაცვისკენ.ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, აკრძალულ პირთა სიაში, დღეის მდგომარეობით, შეტანილია ინფორმაცია 1.449.124 პირის შესახებ.„დაახლოებით მილიონ-ნახევარი ადამიანია, რომელიც არ არის ჩართული და გამოეთიშა ამ მავნე პროცესს. ეს მილიონ-ნახევარი ადამიანი არის სამუშაო ეკონომიკური ძალა, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და ეკონომიკური აქტივობის გაძლიერებას“, – აღნიშნა დუნდუამ.აზარტული თამაშები: აკრძალულ პირთა სიაში 1,5 მილიონამდე მოქალაქის ინფორმაციაა შეტანილი>>ფინანსთა სამინისტროს ცნობით, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა სიაში რეგისტრირებულია 1.930 ფიზიკური პირი, აქედან მოსამართლის ბრძანების საფუძველზე 23 პირი, ხოლო თავად პირის მომართვის საფუძველზე – 1.907.აზარტული თამაშები საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი ინდუსტრიაა. ამ სექტორიდან შემოსავალი ბანკების შემოსავლებსაც კი აჭარბებს. ბოლო მონაცემებით, საქართველოში დაახლოებით ათი ონლაინ-კაზინო, 90 ტოტალიზატორი და 6,4 ათასი სათამაშო აპარატია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/14/266106564_53:0:1760:1280_1920x0_80_0_0_b40ed090b0b8a808256b420c0cb848eb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო
საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო
სათამაშო ბიზნესის წესები საქართველოში შეიძლება გამკაცრდეს
18:41 18.08.2022 (განახლებულია: 22:55 18.08.2022) სათამაშო ბიზნესის რეგულირების საკანონმდებლო ბაზა უფრო სრულყოფილი გახდება, რათა საზოგადოება იყოს დაცული, ხოლო ეკონომიკა უფრო ეფექტურად იმართოს, განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
თბილისი, 18 აგვისტო – Sputnik. კანონმდებლობა აზარტული თამაშების წინააღმდეგ საქართველოში შეიძლება კიდევ უფრო გამკაცრდეს, განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დუნდუამ.
საქართველოში ონლაინ-კაზინოების მუშაობის წესების გამკაცრების ინიციატივა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ეკუთვნის, თუმცა, როგორც მან აღნიშნა, ეს ეტაპობრივად განხორციელდება. პირველ ეტაპზე ქვეყანაში ონლაინ-კაზინოსთვის გადასახადი გაიზარდა 65–70%-ით, აიკრძალა რეკლამა და დაწესდა მომხმარებლების ასაკობრივი ბარიერი 25 წლამდე. ასევე შეადგინეს იმ პირთა ბაზა, რომლებსაც ეკრძალებათ ონლაინ-კაზინოში თამაში.
„შეიძლება მოხდეს მალე, შეიძლება დაყოვნებით, მაგრამ გაუმჯობესდება კანონმდებლობა, რათა საზოგადოება იყოს დაცული და ეკონომიკა უფრო ეფექტიანად იყოს წარმართული. დამერწმუნეთ, აზარტული თამაშების შეზღუდვა და მოქალაქეების ხსნა ამ პროცესისგან ეკონომიკის განვითარებას ნამდვილად უწყობს ხელს“, – განაცხადა დუნდუამ „პირველი არხის“ ეთერში.
მისი თქმით, სახელმწიფო აკვირდება პროცესს და ამ მიმართულებით არის დადებითი ნაბიჯები, რომლებიც მიმართული იქნება დამღუპველი პროცესისგან მოსახლეობის მაქსიმალური დაცვისკენ.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, აკრძალულ პირთა სიაში, დღეის მდგომარეობით, შეტანილია ინფორმაცია 1.449.124 პირის შესახებ.
„დაახლოებით მილიონ-ნახევარი ადამიანია, რომელიც არ არის ჩართული და გამოეთიშა ამ მავნე პროცესს. ეს მილიონ-ნახევარი ადამიანი არის სამუშაო ეკონომიკური ძალა, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და ეკონომიკური აქტივობის გაძლიერებას“, – აღნიშნა დუნდუამ.
ფინანსთა სამინისტროს ცნობით, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა სიაში რეგისტრირებულია 1.930 ფიზიკური პირი, აქედან მოსამართლის ბრძანების საფუძველზე 23 პირი, ხოლო თავად პირის მომართვის საფუძველზე – 1.907.
აზარტული თამაშები საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი ინდუსტრიაა. ამ სექტორიდან შემოსავალი ბანკების შემოსავლებსაც კი აჭარბებს. ბოლო მონაცემებით, საქართველოში დაახლოებით ათი ონლაინ-კაზინო, 90 ტოტალიზატორი და 6,4 ათასი სათამაშო აპარატია.