https://sputnik-georgia.com/20220818/radioaqtiuri-nivtierebebis-ukanono-sezena-senaxvis-faqtze-sami-piri-daakaves-269581101.html
რადიოაქტიური ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე სამი პირი დააკავეს
რადიოაქტიური ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე სამი პირი დააკავეს
Sputnik საქართველო
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 5-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. 18.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-18T17:47+0400
2022-08-18T17:47+0400
2022-08-18T22:49+0400
შემთხვევები საქართველოში
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/04/250247199_0:161:3067:1886_1920x0_80_0_0_37dbd29831aac14c4fe3378204cf1fb2.jpg
თბილისი, 18 აგვისტო – Sputnik. სამართალდამცველებმა რადიოაქტიური ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე სამი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.უწყების ცნობით, სუსის ანტიკორუფციული სააგენტოსა და კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბრალდებულები 16 აგვისტოს ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დააკავეს.გამოძიების მიხედვით, პირთა ორგანიზებული ჯგუფი თბილისსა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, მათსავე კუთვნილ საცხოვრებელ მისამართებზე უკანონოდ ინახავდნენ ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშ გამა-გამოსხივების მქონე რადიოაქტიურ ნივთიერებებს.გამოძიება საქართველოს სსკ-ის 230-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ 5-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/04/250247199_169:0:2898:2047_1920x0_80_0_0_15068efa2546076e8b0da9fcd609a5b9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შემთხვევები საქართველოში, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო
შემთხვევები საქართველოში, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო
რადიოაქტიური ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე სამი პირი დააკავეს
17:47 18.08.2022 (განახლებულია: 22:49 18.08.2022) ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 5-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
თბილისი, 18 აგვისტო – Sputnik. სამართალდამცველებმა რადიოაქტიური ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე სამი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, სუსის ანტიკორუფციული სააგენტოსა და კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბრალდებულები 16 აგვისტოს ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დააკავეს.
გამოძიების მიხედვით, პირთა ორგანიზებული ჯგუფი თბილისსა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, მათსავე კუთვნილ საცხოვრებელ მისამართებზე უკანონოდ ინახავდნენ ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშ გამა-გამოსხივების მქონე რადიოაქტიურ ნივთიერებებს.
„დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, შემუშავებული გეგმის თანახმად, აქტიურად ახორციელებდნენ მყიდველი პირის მოძიებას, რადიოაქტიური ნივთიერებების შენახვის ადგილის სისტემატური ცვალებადობით ინარჩუნებდნენ კონსპირაციას და საბოლოოდ შეეცადნენ ხსენებული ნივთიერებების 1,2 მლნ აშშ დოლარად გასაღებას, რა დროსაც მოხდა მათი დაკავება“, – აღნიშნულია განცხადებაში.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 230-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ 5-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.