https://sputnik-georgia.com/20220818/qalta-cempionta-liga-lancxuti-ukrainul-klubtan-damacxrda-269588609.html
ქალთა ჩემპიონთა ლიგა: „ლანჩხუთი“ უკრაინულ კლუბთან დამარცხდა
ქალთა ჩემპიონთა ლიგა: „ლანჩხუთი“ უკრაინულ კლუბთან დამარცხდა
Sputnik საქართველო
მატჩი ხორვატიის ქალაქ ვარაჟდინში გაიმართა, საპასუხო თამაში კი საქართველოში ერთ კვირაში შედგება
2022-08-18T21:40+0400
2022-08-18T21:40+0400
2022-08-18T23:20+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/11/250366681_10:0:1052:586_1920x0_80_0_0_d89193dbdbc1ebfa262681a06df4adfb.jpg
თბილისი, 18 აგვისტო – Sputnik. საქართველოს ქალთა საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი" ჩემპიონთა ლიგის შესარჩევ ეტაპზე უკრაინის ჩემპიონ ხარკოვის „ჟილსტროი 2"-ს შეხვდა და ანგარიშით 0:5 დამარცხდა.მატჩი ხორვატიის ქალაქ ვარაჟდინში გაიმართა. უკრაინელების უპირატესობა პირველივე წუთებიდან გამოიკვეთა. კოტიამ ანგარიში პირველ წუთებზე გახსნა, შემდეგ კი ხარკოველებმა ტაიმი სამი გოლის სხვაობით მოიგეს – კრავჩუკისა და კალინინას გოლების წყალობით.მეორე ტაიმში ქართველი ფეხბურთელი გოგონები კიდევ უფრო რთულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ – 47-ე წუთზე მთავარმა მსაჯმა თეონა ბაქრაძეს მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან გააძევა, თამაშის მიწურულს კი ანალოგიურად ეთერ სულაშვილი დაისაჯა. ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა მატჩი 9 მოთამაშით დაასრულა.საპასუხო თამაში საქართველოში ერთ კვირაში გაიმართება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/11/250366681_271:0:1052:586_1920x0_80_0_0_d1dfa87f20f7384bcfcdb77af312f6f8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ქალთა ჩემპიონთა ლიგა „ლანჩხუთი“ უკრაინა კლუბი„ჟილსტროი2“ წაგება
ქალთა ჩემპიონთა ლიგა „ლანჩხუთი“ უკრაინა კლუბი„ჟილსტროი2“ წაგება
ქალთა ჩემპიონთა ლიგა: „ლანჩხუთი“ უკრაინულ კლუბთან დამარცხდა
21:40 18.08.2022 (განახლებულია: 23:20 18.08.2022) მატჩი ხორვატიის ქალაქ ვარაჟდინში გაიმართა, საპასუხო შეხვედრა კი ერთ კვირაში საქართველოში შედგება.
თბილისი, 18 აგვისტო – Sputnik. საქართველოს ქალთა საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი" ჩემპიონთა ლიგის შესარჩევ ეტაპზე უკრაინის ჩემპიონ ხარკოვის „ჟილსტროი 2"-ს შეხვდა და ანგარიშით 0:5 დამარცხდა.
მატჩი ხორვატიის ქალაქ ვარაჟდინში გაიმართა. უკრაინელების უპირატესობა პირველივე წუთებიდან გამოიკვეთა. კოტიამ ანგარიში პირველ წუთებზე გახსნა, შემდეგ კი ხარკოველებმა ტაიმი სამი გოლის სხვაობით მოიგეს – კრავჩუკისა და კალინინას გოლების წყალობით.
მეორე ტაიმში ქართველი ფეხბურთელი გოგონები კიდევ უფრო რთულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ – 47-ე წუთზე მთავარმა მსაჯმა თეონა ბაქრაძეს მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან გააძევა, თამაშის მიწურულს კი ანალოგიურად ეთერ სულაშვილი დაისაჯა. ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა მატჩი 9 მოთამაშით დაასრულა.
საპასუხო თამაში საქართველოში ერთ კვირაში გაიმართება.