მრგვალი მაგიდა: ქართული მასმედია - ობიექტურობიდან პოლარიზაციამდე

© photo: Sputnikტელეკომპანიების ჟურნალისტები მიკროფონებით
ტელეკომპანიების ჟურნალისტები მიკროფონებით - Sputnik საქართველო, 1920, 18.08.2022
გამოწერა
მრგვალი მაგიდა თემაზე „ქართული მასმედია – ობიექტურობიდან პოლარიზაციამდე“ გაიმართება „Sputnik-საქართველოს“ მულტიმედიურ პრეს-ცენტრში ხუშაბათს, 18 აგვისტოს, 14:00 საათზე.
საქართველოში უკვე რამდენიმე წელია აქტუალურია ტერმინი „პოლიტიკური პოლარიზაცია“. დაპირისპირებული პოლიტიკური ძალები გამოირჩევიან მკვეთრი გამონათქვამებით, ერთმანეთის მიმართ აგრესიით და ამის გამო არ შეუძლიათ ქვეყნის სასიკეთოდ ერთად მუშაობა. საქართველო მიეჩვია ქუჩის საპროტესტო აქციებსა და კომპრომატებით ომს. და სანამ ოპოზიცია და ხელისუფლება ვერანაირად ვერ თანხმდებიან, ბევრი ქართული მედიასაშუალება ობიექტურობას ჩამოშორდა ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალაზე დამოკიდებულების მიხედვით. ნეიტრალური საინფორმაციო საშუალების პოვნა უფრო და უფრო რთული ხდება, სამაგიეროდ საზოგადოება მიეჩვია „პროსამთავრობო“ და „ოპოზიციურ“ ტელეარხებსა და გაზეთებს.
როგორ განვითარდება ქართული მასმედია უახლოეს მომავალში; როგორ ავიცილოთ თავიდან არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ჟურნალისტური პოლარიზაცია; როგორ უნდა გაერკვიოს მკითხველი ნეგატიური ინფორმაციების ნაკადში; არის თუ არა საქართველოში ობიექტური და დამოუკიდებელი მედია?
ამ და სხვა აქტუალურ კითხვებს განიხილავენ მრგვალი მაგიდის მონაწილეები:
ჟურნალისტი, მედიამენეჯერი ოთარ შაორშაძე;
ჟურნალისტი მერაბ ხაჩიძე.
მრგვალი მაგიდა გაიმართება „Sputnik–საქართველოს" მულტიმედიურ პრეს-ცენტრში მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი #61, მე-5 სართული, ბლოკი С. ტელ: 555 90 89 77.
აკრედიტაცია:
E-mail: media@sputnik-georgia.com;
ტელ: +995555908977.
„Sputnik-საქართველოს" მულტიმედიური პრეს-ცენტრის ანონსების გამოსაწერად გამოგზავნეთ განაცხადი: media@sputnik-georgia.com.
ყველა ახალი ამბავი
0