https://sputnik-georgia.com/20220818/metros-sadgur-axmetelis-mimdebare-teritoriis-reabilitacia-269584804.html
იწყება მეტროს სადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია
იწყება მეტროს სადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია
Sputnik საქართველო
პროექტის დაგეგმარება ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ეკუთვნის. 18.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-18T19:02+0400
2022-08-18T19:02+0400
2022-08-18T22:57+0400
თბილისი დღეს
თბილისის მერია
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23572/67/235726792_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_73cf8d6f602fb2e0eec8d2d120ad028e.jpg
თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. გლდანის რაიონის გამგეობა დღეს, ღამის საათებში მეტროს სადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციას დაიწყებს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში შეიცვლება დაზიანებული ფილები, მოწესრიგდება საერთო სარგებლობის კიბეები და სანიაღვრე ქსელის ცხაურები.სამუშაო პროცესი ყოველდღიურად, გვიან ღამით, მეტროს სადგურის სამუშაო საათების დასრულების შემდეგ წარიმართება.პროექტის დაგეგმარების სამუშაოებს ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო განახორციელებს. ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულების შემდეგ კი სააგენტო ტერიტორიაზე მოსაცდელებს განათავსებს.თბილისის მერია ბოდიშს უხდის მოქალაქეებს შექმნილი დისკომფორტის გამო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23572/67/235726792_84:0:1417:1000_1920x0_80_0_0_237b46331f9908d0ededfee05f0766f6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თბილისი დღეს, თბილისის მერია, ახალი ამბები, საქართველო
თბილისი დღეს, თბილისის მერია, ახალი ამბები, საქართველო
იწყება მეტროს სადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია
19:02 18.08.2022 (განახლებულია: 22:57 18.08.2022) პროექტის დაგეგმარება ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ეკუთვნის.
თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. გლდანის რაიონის გამგეობა დღეს, ღამის საათებში მეტროს სადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციას დაიწყებს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში შეიცვლება დაზიანებული ფილები, მოწესრიგდება საერთო სარგებლობის კიბეები და სანიაღვრე ქსელის ცხაურები.
სამუშაო პროცესი ყოველდღიურად, გვიან ღამით, მეტროს სადგურის სამუშაო საათების დასრულების შემდეგ წარიმართება.
„გარდა ამისა, უახლოეს მომავალში მეტროს სადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარედ, სავაჭრო ცენტრ „მარიამსა“ და „ევრაზიას“ შორის არსებული ტერიტორიის მოწესრიგებაც დაიწყება და გამგეობის მიერ საგზაო ინფრასტრუქტურა და სივრცე კეთილმოეწყობა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
პროექტის დაგეგმარების სამუშაოებს ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო განახორციელებს. ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულების შემდეგ კი სააგენტო ტერიტორიაზე მოსაცდელებს განათავსებს.
თბილისის მერია ბოდიშს უხდის მოქალაქეებს შექმნილი დისკომფორტის გამო.