კარალეთის დევნილთა დასახლებაში ხანძარს 80 წლის მამაკაცი ემსხვერპლა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსახანძრო მანქანა
სახანძრო მანქანა - Sputnik საქართველო, 1920, 18.08.2022
გამოწერა
რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია.
თბილისი, 18 აგვისტო – Sputnik. გორში, დევნილთა დასახლებაში გაჩენილ ხანძარს 80 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
ხანძარი კარალეთის დევნილთა დასახლებაში მდებარე ერთ-ერთ კოტეჯში შუადღისას გაჩნდა.
თვითმხილველების განცხადებით, შემთხვევის დროს სახლში ოჯახის კიდევ ერთი წევრი, 40 წლამდე ასაკის მამაკაცი იმყოფებოდა, რომელმაც ხანძარს უვნებლად დააღწია თავი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისათვის ხანძარი ლიკვიდირებულია.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 188-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გაუფრთხილებლობით, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ყველა ახალი ამბავი
0