https://sputnik-georgia.com/20220818/istoriuli-movlena-fotsi-ortqlmavlis-zegli-aradgines-foto-269586551.html
ისტორიული მოვლენა: ფოთში ორთქლმავლის ძეგლი აღადგინეს - ფოტო
ისტორიული მოვლენა: ფოთში ორთქლმავლის ძეგლი აღადგინეს - ფოტო
Sputnik საქართველო
საქართველოს რკინიგზის ისტორია ამიერიდან უფრო თვალსაჩინო გახდება
2022-08-18T19:58+0400
2022-08-18T19:58+0400
2022-08-18T23:11+0400
ახალი ამბები
საქართველო
ფოთის მუნიციპალიტეტი
საზოგადოება
ტრანსპორტი საქართველოში
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/12/269580877_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_1f2664df02ae4bc3a01e541906ebbf2f.jpg
თბილისი, 18 აგვისტო – Sputnik. ფოთში, რკინიგზის სადგურთან ისტორიული ორთქლმავლის ძეგლი აღადგინეს, იუწყება ფოთის მერია.მერიის ინფორმაციით, საქართველოში სარკინიგზო მიმოსვლა ფოთიდან დაიწყო 1871 წელს და სწორედ ამ ისტორიული ფაქტის სიმბოლოა განახლებული ორთქლმავალი.ორთქლმავლის აღდგენა 69,5 ათასი ლარი დაჯდა. სამუშაოები კომპანია „ბემამ“ შეასრულა.პროექტის ფარგლებში რესტავრაცია ჩაუტარდა ორთქლმავალს; მოეწყო პიედესტალი ორთქლმავლისთვის; პიედესტალი მოპირკეთდა გრანიტის ფილებით; მოედანზე მოეწყო განათების ბოძები.საქართველოს რკინიგზა არის ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი და ევროპის ცენტრალურ აზიასთან დამაკავშირებელი უმოკლესი გზა.ორი კონტინენტის რკინიგზით დაკავშირების იდეა გაჩნდა 1830-იან წლებში და მისი განხორციელება 1865 წელს დაიწყო. 1871 წელს ფოთი–ყვირილას (ახლანდელი ზესტაფონი) მონაკვეთზე პირველმა მატარებელმა გაიარა. ხოლო 1872 წლის 10 ოქტომბერს პირველი მატარებელი თბილისიდან ფოთში გაემგზავრა. ეს თარიღი ითვლება საქართველოს რკინიგზის დაარსების დღედ.საქართველოს ტერიტორიაზე სარკინიგზო ხაზის საერთო მთლიანი სიგრძე 2.344 კილომეტრს აღემატება. რთული რელიეფის გამო საჭირო გახდა მრავალი ხელოვნური საინჟინრო ნაგებობის აშენება, რომელთა რაოდენობა 3,7 ათას ერთეულს აჭარბებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/12/269580877_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_6e582050f56f598b43e8a467d8d60f35.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ისტორიული მოვლენა ფოთი ორთქლმავალი ძეგლი აღდგენა ფოტო
ისტორიული მოვლენა ფოთი ორთქლმავალი ძეგლი აღდგენა ფოტო
ისტორიული მოვლენა: ფოთში ორთქლმავლის ძეგლი აღადგინეს - ფოტო
19:58 18.08.2022 (განახლებულია: 23:11 18.08.2022) საქართველოს რკინიგზის ისტორია ამიერიდან უფრო თვალსაჩინო გახდება.
თბილისი, 18 აგვისტო – Sputnik. ფოთში, რკინიგზის სადგურთან ისტორიული ორთქლმავლის ძეგლი აღადგინეს, იუწყება ფოთის მერია.
მერიის ინფორმაციით, საქართველოში სარკინიგზო მიმოსვლა ფოთიდან დაიწყო 1871 წელს და სწორედ ამ ისტორიული ფაქტის სიმბოლოა განახლებული ორთქლმავალი.
ორთქლმავლის აღდგენა 69,5 ათასი ლარი დაჯდა. სამუშაოები კომპანია „ბემამ“ შეასრულა.
პროექტის ფარგლებში რესტავრაცია ჩაუტარდა ორთქლმავალს; მოეწყო პიედესტალი ორთქლმავლისთვის; პიედესტალი მოპირკეთდა გრანიტის ფილებით; მოედანზე მოეწყო განათების ბოძები.
საქართველოს რკინიგზა არის ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი და ევროპის ცენტრალურ აზიასთან დამაკავშირებელი უმოკლესი გზა.
ორი კონტინენტის რკინიგზით დაკავშირების იდეა გაჩნდა 1830-იან წლებში და მისი განხორციელება 1865 წელს დაიწყო. 1871 წელს ფოთი–ყვირილას (ახლანდელი ზესტაფონი) მონაკვეთზე პირველმა მატარებელმა გაიარა. ხოლო 1872 წლის 10 ოქტომბერს პირველი მატარებელი თბილისიდან ფოთში გაემგზავრა. ეს თარიღი ითვლება საქართველოს რკინიგზის დაარსების დღედ.
საქართველოს ტერიტორიაზე სარკინიგზო ხაზის საერთო მთლიანი სიგრძე 2.344 კილომეტრს აღემატება. რთული რელიეფის გამო საჭირო გახდა მრავალი ხელოვნური საინჟინრო ნაგებობის აშენება, რომელთა რაოდენობა 3,7 ათას ერთეულს აჭარბებს.