მდინარე ცხენისწყალში 6 წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს

© photo: Sputnik / Nika Latariaსამძებრო–სამაშველო ოპერაცია მდინარეში
სამძებრო–სამაშველო ოპერაცია მდინარეში - Sputnik საქართველო, 1920, 18.08.2022
გამოწერა
მცირეწლოვანს მაშველები და ადგილობრივები მთელი ღამის განმავლობაში ეძებდნენ.
თბილისი, 18 აგვისტო – Sputnik. 6 წლის ბიჭი, რომელსაც მდინარე ცხენისწყალში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
არასრულწლოვანი ხობში, მდინარე ცხენისწყალში გუშინ გაუჩინარდა. ის მდინარის ნაპირზე ბაბუასთან და და-ძმასთან ერთად იმყოფებოდა.
6 წლის ბავშვის ცხედარი დღეს, გამთენიისას მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნწის ტერიტორიაზე, მდინარე ცხენისწყალში იპოვეს.
სამძებრო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ყველა ახალი ამბავი
0