ახალციხის რაიონში ყელგამოჭრილი ქალი იპოვეს

© Sputnik / STRINGERექსპერტ–კრიმინალისტების ავტომობილი
ექსპერტ–კრიმინალისტების ავტომობილი - Sputnik საქართველო, 1920, 18.08.2022
გამოწერა
ერთ-ერთ ვერსიად თვითმკვლელობას განიხილავენ.
თბილისი, 18 აგვისტო – Sputnik. ახალციხის რაიონის დაბა ვალეს ცხოვრები, 50 წლის ქალი გარდაცვლილი იპოვეს. მას დანით ყელი ჰქონდა გამოჭრილი.
შემთხვევა გუშინ მოხდა. ყელგამოჭრილი ქალი საკუთარ საწოლში ნათესავებმა აღმოაჩინეს.
ქალს 16 წლის შვილი დარჩა.
საინფორმაციო სააგენტო „სამხრეთის კარიბჭის“ ცნობით, ერთ-ერთი ვერსია თვითმკვლელობაა. როგორც სააგენტოსთან გარდაცვლილის მეზობლებმა განაცხადეს, ქალი ავადმყოფობდა და თვითმკვლელობა ადრეც არაერთხელ უცდია.
მომხდარს შსს გამოიძიებს, ექსპერტ–კრიმინალისტებმა ადგილზე მუშაობა დაასრულეს. გარდაცვლილს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა.
ყველა ახალი ამბავი
0