https://sputnik-georgia.com/20220818/armia-2022-tavdacvis-uwyeba-270450966.html
რუსეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელობა „არმია 2022-ის“ ექსპოზიციას გაეცნო
რუსეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელობა „არმია 2022-ის“ ექსპოზიციას გაეცნო
Sputnik საქართველო
თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა სამამულო და უცხოური მრეწველობის მოწინავე ნიმუშებს გაეცნო, რომლებიც ფორუმზე... 18.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-18T18:58+0400
2022-08-18T18:58+0400
2023-07-20T15:46+0400
რუსეთი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/0f/270450805_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_ef0f345d27f1193df445518029727869.jpg
თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა სამამულო და უცხოური მრეწველობის მოწინავე ნიმუშებს გაეცნო, რომლებიც ფორუმზე „არმია-2022“ არის წარმოდგენილი.დივერსიფიკაციის პავილიონში წარმოდგენილი იყო თანამედროვე მიღწევები მედიცინის სფეროში: სამედიცინო მომსახურების მანქანა, ჭკვიანი ენდოპროთეზები, დაჭრილების გადასაყვანი სამედიცინო კაფსულა და სხვა მოწინავე გადაწყვეტილებები.რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობამ ასევე დაათვალიერა სტენდებზე წარმოდგენილი დრონები, რობოტოტექნიკური „ბოგომოლი“ და „პლატფორმაМУЛ -ი“ და სხვა ტექნოლოგიები.ფორუმი „არმია-2022“ ოფიციალურად 15 აგვისტოს გაიხსნა და 21 აგვისტომდე გაგრძელდება. მის ფარგლებში დაგეგმილია 289 ღონისძიების ჩატარება მოსკოვის მახლობლად მდებარე პარკ „პატრიოტის“ ობიექტებში, „ალაბინოს“ პოლიგონზე, კუბინკის აეროდრომზე, ასევე ყველა სამხედრო ოლქში და ჩრდილოეთ ფლოტში, რუსეთის 30-ზე მეტ რეგიონში. ფორუმში 72 ქვეყნის სამხედრო დელეგაცია იღებს მონაწილეობას.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/0f/270450805_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_a7416d733875262b487dc0ea8f0e7f83.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელობა „არმია 2022-ის“ ექსპოზიციას გაეცნო
18:58 18.08.2022 (განახლებულია: 15:46 20.07.2023) თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა სამამულო და უცხოური მრეწველობის მოწინავე ნიმუშებს გაეცნო, რომლებიც ფორუმზე „არმია-2022“ არის წარმოდგენილი.
„ფორუმზე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობამ მოისმინა სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ფედერალური სამსახურის დირექტორის მოადგილის, გენერალ-მაიორ მიხაილ ბაბიჩის მოხსენება რუსულ სამხედრო პროდუქციაზე უცხოურ დელეგაციებთან დადებული კონტრაქტების შესახებ. ხელმძღვანელობამ ასევე დაათვალიერა ფორუმის მონაწილეების მიერ წარმოდგენილი უპილოტო მანქანების, ხელოვნური ინტელექტისა და სამხედრო მედიცინის სფეროს მოწინავე ნიმუშები“, — იუწყება რუსეთის სამხედრო უწყება.
დივერსიფიკაციის პავილიონში წარმოდგენილი იყო თანამედროვე მიღწევები მედიცინის სფეროში: სამედიცინო მომსახურების მანქანა, ჭკვიანი ენდოპროთეზები, დაჭრილების გადასაყვანი სამედიცინო კაფსულა და სხვა მოწინავე გადაწყვეტილებები.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობამ ასევე დაათვალიერა სტენდებზე წარმოდგენილი დრონები, რობოტოტექნიკური „ბოგომოლი“ და „პლატფორმაМУЛ -ი“ და სხვა ტექნოლოგიები.
ფორუმი „არმია-2022“ ოფიციალურად 15 აგვისტოს გაიხსნა და 21 აგვისტომდე გაგრძელდება. მის ფარგლებში დაგეგმილია 289 ღონისძიების ჩატარება მოსკოვის მახლობლად მდებარე პარკ „პატრიოტის“ ობიექტებში, „ალაბინოს“ პოლიგონზე, კუბინკის აეროდრომზე, ასევე ყველა სამხედრო ოლქში და ჩრდილოეთ ფლოტში, რუსეთის 30-ზე მეტ რეგიონში. ფორუმში 72 ქვეყნის სამხედრო დელეგაცია იღებს მონაწილეობას.