თბილისის მოსახლეობის ნაწილი წყლის გარეშე დარჩება

© courtesy of Georgian Water and Power - GWP LTDკომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP)
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) - Sputnik საქართველო, 1920, 17.08.2022
გამოწერა
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას კომპანია აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის.
თბილისი, 17 აგვისტო – Sputnik. ისნის რაიონის მოსახლეობას წყალმომარაგება 17 აგვისტოს 23:00 საათიდან 18 აგვისტოს 13:00 საათამდე შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) ავრცელებს.
GWP-ს ცნობით, კომპანია 17 აგვისტოს ისნის რაიონში, მეტეხის ქ.N19-თან ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოებს ჩაატარებს.
დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი.
შესაბამისად, წყალმომარაგება შეეზღუდება:
ისნის რაიონში – ბოჭორმის, ლუსინიანის, შავ სოფლის, ბოდბის, ისნის, ზახაროვის, არბოშიკის, იალბუზის, პატარძეულის, უჯარმის, დოლაბაურის, წმინდა ქეთევან წამებულის N2-90 (ლუწებს), N1-65 (კენტებს); ქეთევან დედოფლის მოედნის N 2, მეტეხის, თელავის, ჩეხოვის, ფერიცვალების, ჯორბენაძის, სოლომონ ბრძენის, მაჭრის, მუკუზანის, 300 არაგველის, კაჩინსკის ქუჩა N1-5 (კენტებს), რიყის პარკს, ღვინის აღმართს და დუტუ მეგრელის, ირბახი, კონსტანტინე ერისთავის (ფაბრიციუსის), გურჯაანის, ფაღავას, ცისკარის, ალაზნის, დუშეთის, არარატის, არმაზის, ავლაბრის, ვახტანგ VI, ცუცქირიძის, გაბრიელ ეპისკოპოსის, მესხიშვილის, წერეთლის, გელათის, ხივინის, ხიდისთავის, იორის, გუმბრის, ურიცკის, რაზიკაშვილის, ლაგოდეხის, ალიხანიანის, ბოროდინის, სართიჭალის, კროპორტკინის, გაბისკირიას, სამრეკლოს, ტირიფონის, ალვანის, აბდუშელიშვილის, კარდენახის, ახვლედიანის შეს. და აღმართს, ბაჩანას, ხერხეულიძის, ფოსტის, ლომოურის, ქურხულის, ხარაგაულის, მეტეხის N16, ერევნის, გონაშვილის, წურწუმია, იზაშვილის, დედოფლისწყაროს, ბადიაურის ქუჩებს.
სამუშაოების მიმდინარეობისას წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.
ყველა ახალი ამბავი
0