https://sputnik-georgia.com/20220817/saqartvelosi-somxetis-saelco-erevansi-momxdari-tragediis-gamo-samzimris-werilebs-irebs-269555877.html
საქართველოში სომხეთის საელჩო ერევანში მომხდარი ტრაგედიის გამო სამძიმრის წერილებს იღებს
საქართველოში სომხეთის საელჩო ერევანში მომხდარი ტრაგედიის გამო სამძიმრის წერილებს იღებს
Sputnik საქართველო
აფეთქება ერევანში, სავაჭრო ცენტრ „სურმალუში“ მდებარე პიროტექნიკის მაღაზიაში მოხდა
2022-08-17T22:03+0400
2022-08-17T22:03+0400
2022-08-17T22:29+0400
სომხეთი
საქართველო
კავკასია
შემთხვევები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24400/41/244004142_0:190:2966:1858_1920x0_80_0_0_a77651c37d83d2dce81fe4ef42a3237d.jpg
თბილისი, 17 აგვისტო – Sputnik. საქართველოში სომხეთის საელჩომ გახსნა სამძიმრის წიგნი ერევნის სავაჭრო ცენტრ „სურმალუში“ მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით. შემთხვევას 16 ადამიანი ემსხვერპლა.ტრაგედია 14 აგვისტოს მოხდა. ძლიერმა აფეთქებამ ხანძარი გამოიწვია. დაიღუპა 16 და დაშავდა 62 ადამიანი. ორი დაკარგულად ითვლება.მსურველებს წიგნში სამძიმრის წერილის დატოვება შეუძლიათ 17-18 აგვისტოს საელჩოს შენობაში, რომელიც მდებარეობს თბილისში, ტეტელაშვილის ქუჩის #4-ში.საელჩოში შესვლა ნებადართულია 11:00-13:00 და 14:00-17:00 საათებში.ტრაგედიის გამო 17-18 აგვისტოს სომხეთში გლოვაა გამოცხადებული.აფეთქება პიროტექნიკის მაღაზიაში მოხდა. საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ტერაქტის ვერსიას გამორიცხავს. სომხეთის საგამოძიებო კომიტეტში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე მუხლებით: „იოლად აალებადი ნივთიერებების შენახვის წესების დარღვევა, რამაც გაუფრთხილებლობით ადამიანის სიკვდილი გამოიწვია“ და „სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც გაუფრთხილებლობით ადამიანის სიკვდილი გამოიწვია“.
სომხეთი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24400/41/244004142_118:0:2849:2048_1920x0_80_0_0_6b787b19b867aef8f1fc9dce77020870.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო სომხეთი საელჩო ერევანი სურმალუ ტრაგედია სამძიმრის წერილები წიგნი
საქართველო სომხეთი საელჩო ერევანი სურმალუ ტრაგედია სამძიმრის წერილები წიგნი
საქართველოში სომხეთის საელჩო ერევანში მომხდარი ტრაგედიის გამო სამძიმრის წერილებს იღებს
22:03 17.08.2022 (განახლებულია: 22:29 17.08.2022) აფეთქება ერევანში, სავაჭრო ცენტრ „სურმალუში“ მდებარე პიროტექნიკის მაღაზიაში მოხდა.
თბილისი, 17 აგვისტო – Sputnik. საქართველოში სომხეთის საელჩომ გახსნა სამძიმრის წიგნი ერევნის სავაჭრო ცენტრ „სურმალუში“ მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით. შემთხვევას 16 ადამიანი ემსხვერპლა.
ტრაგედია 14 აგვისტოს მოხდა. ძლიერმა აფეთქებამ ხანძარი გამოიწვია. დაიღუპა 16 და დაშავდა 62 ადამიანი. ორი დაკარგულად ითვლება.
მსურველებს წიგნში სამძიმრის წერილის დატოვება შეუძლიათ 17-18 აგვისტოს საელჩოს შენობაში, რომელიც მდებარეობს თბილისში, ტეტელაშვილის ქუჩის #4-ში.
საელჩოში შესვლა ნებადართულია 11:00-13:00 და 14:00-17:00 საათებში.
ტრაგედიის გამო 17-18 აგვისტოს სომხეთში გლოვაა გამოცხადებული.
აფეთქება პიროტექნიკის მაღაზიაში მოხდა. საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ტერაქტის ვერსიას გამორიცხავს. სომხეთის საგამოძიებო კომიტეტში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე მუხლებით: „იოლად აალებადი ნივთიერებების შენახვის წესების დარღვევა, რამაც გაუფრთხილებლობით ადამიანის სიკვდილი გამოიწვია“ და „სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც გაუფრთხილებლობით ადამიანის სიკვდილი გამოიწვია“.