„საქართველოს რკინიგზამ“ წლის პირველი ნახევარი რეკორდული მოგებით დაასრულა

© photo: Sputnik / Stringerრკინიგზის სადგური ზუგდიდში
რკინიგზის სადგური ზუგდიდში - Sputnik საქართველო, 1920, 17.08.2022
გამოწერა
რკინიგზის თანამშრომლების ხელფასებისა და სხვა ხარჯების თანხამ 97 მლნ ლარი შეადგინა.
თბილისი, 17 აგვისტო – Sputnik. „საქართველოს რკინიგზის“ შემოსავლები ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს – კომპანიამ 2022 წლის პირველი ნახევარი რეკორდული 161 მლნ ლარის მოგებით დაასრულა, იუწყება „საქართველოს რკინიგზის“ პრეს-სამსახური.
აქტივების გაუფასურებისა და ლარის დევალვაციის გამო 2016 წლის შემდეგ „საქართველოს რკინიგზა“ ზარალზე მუშაობდა. 2021 წელს, მიუხედავად პანდემიისა და სხვა გამოწვევებისა, კომპანიის ხელმძღვანელობამ შეძლო ნეგატიური ტენდენციის გარდატეხა და წელიწადის 547 მლნ ლარის მოგებით დასრულება. ამ თანხიდან სუფთა მოგება 52,7 მლნ ლარია.

„(წლის პირველ ნახევარში) საოპერაციო შემოსავლები კი 12%-ით გაიზარდა და 311 მილიონი ლარი შეადგინა“, – ნათქვამია განცხადებაში.

ეს უკავშირდება როგორც სატვირთო, ისე მგზავრთნაკადის გაზრდას.
რკინიგზის თანამშრომლების ხელფასებისა და სხვა ხარჯების თანხამ აღნიშნულ პერიოდში 97 მლნ ლარი შეადგინა.
კომპანიაში აღნიშნეს, რომ გასული წლის მესამე კვარტალში 12 ათასზე მეტ თანამშრომელს ხელფასები მოუმატეს, რაც აისახა სახელფასო ხარჯებში, ხოლო საშუალო ხელფასმა 1.300 ლარზე მეტი შეადგინა.
იანვარი–ივნისში წმინდა ფინანსურმა შემოსავალმა 59 მილიონი ლარი შეადგინა, რაც ძირითადად განპირობებულია 2021 წლის რეფინანსირების შედეგად შემცირებული საპროცენტო ხარჯითა და ლარის გამყარებით დოლარის მიმართ.
რკინიგზას ბოლო 7 წლის განმავლობაში სატვირთო გადაზიდვებში ყველაზე მაღალი მაჩვენებლები აქვს>>
ასევე გაუმჯობესდა ლიკვიდურობის მაჩვენებელიც. ორგანიზაციის ბალანსზე 2022 წლის 30 ივნისის მდგომარეობით არსებული ფულადი სახსრები 252 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც 2021 წლის 30 ივნისის მდგომარეობით არსებულ ფულადი სახსრების ბალანსს 68 მილიონი ლარით, ხოლო 2021 წლის ბოლოსთვის არსებულ ფულად სახსრებს 40 მილიონი ლარით აღემატება.
სახელმწიფო კომპანია „საქართველოს რკინიგზა" როგორც სარკინიგზო ხაზების, ისე ყველა სარკინიგზო შემადგენლობის მფლობელია. ის თავად ადგენს ტარიფებს მგზავრებისა და ტვირთების გადაზიდვაზე.
„საქართველოს რკინიგზა" „აღმოსავლეთი–დასავლეთის" სატრანსპორტო დერეფნის შემადგენელი ნაწილია. საქართველოს სარკინიგზო გზების სიგრძე 1.324 კილომეტრს შეადგენს. სისტემაში შედის 45 გვირაბი და 1.714 ხიდი, ასევე ბორნით გადაზიდვა.
ყველა ახალი ამბავი
0