https://sputnik-georgia.com/20220817/rvizlis-daavadebis-10-nisani-269532071.html
ღვიძლის ძნელად დასადგენი დაავადების 10 უტყუარი ნიშანი
ღვიძლის ძნელად დასადგენი დაავადების 10 უტყუარი ნიშანი
Sputnik საქართველო
ადამიანის ღვიძლი, რომლის დაავადების აღმოჩენაც საკმაოდ რთულია, არაერთ ფუნქციას ასრულებს ორგანიზმში. 17.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-17T12:51+0400
2022-08-17T12:51+0400
2023-08-17T10:48+0400
სასარგებლო რჩევები
ექიმის რჩევები
მსოფლიო მეცნიერული კვლევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23918/12/239181260_0:207:3872:2385_1920x0_80_0_0_709d68b70a5d145346e7b8125d70546a.jpg
მის მთავარ ამოცანათა ჩამონათვალში შედის: სისხლის ფილტრაცია და გაწმენდა, საჭმლის მომნელებელი სისტემის მიერ შეწოვილი ნივთიერებების გადამუშავება და დაგროვება, ნაღვლისა და ცილათა უმეტესობის გამომუშავება.გარდა ამისა, ღვიძლის ერთ-ერთი ფუნქცია ასევე არის ტოქსინების განადგურება ან გარდაქმნა, მათ შორის, ალკოჰოლისა და წამლების.გამომდინარე იქიდან, რომ ღვიძლის მეტაბოლიური აქტივობა ძალიან მაღალია, ხშირად ძალიან ძნელია დადგინდეს, ჯანმრთელია ეს ორგანო თუ არა — უშუალოდ ღვიძლში ტკივილის შეგრძნებები იშვიათად ჩნდება. დაავადებული ან გადატვირთული ღვიძლის ამოცნობა ხშირად სხვა სახის სიმპტომებით ხდება შესაძლებელი.და ეს სიმპტომები ერთჯერადი პრობლემები კი არ არის, არამედ განმეორებადი, ქრონიკული ნიშნებია.ესენია:როგორც ამერიკის გასტროენეტოლოგთა ასოციაციისა და ევროპის ღვიძლის შემსწავლელი საზოგადოების წევრი სერგეი ვიალოვი ირწმუნება, თუ ღვიძლი მავნე ნივთიერებების გაუვნებელყოფას არ ახდენს, ეს პირველ რიგში მავნე ნივთიერებებისადმი ყველაზე მგრძნობიარე ორგანოს − ტვინის ფუნქციების დარღვევას იწვევს.სპეციალისტის თქმით, მთავარი, რაც უნდა ვიცოდეთ, ეს ისაა, რომ ადამიანი ღვიძლის ტკივილს ვერ გრძნობს მანამ, სანამ პრობლემა გლობალური არ ხდება, რაც უკვე მთელი ორგანიზმის ჯანმრთელობისთვისაა საშიში.ვიალოვის განმარტებით, არსებობს მხოლოდ რამდენიმე სიმპტომი, რომლებიც შესაძლოა ირიბად მიანიშნებდნენ ღვიძლის პრობლემებზე. ესენია:თუმცა, როგორც სპეციალისტი ამბობს, ამ ნიშნების მიხედვით იმის თქმა, რომ ღვიძლში რაიმე პრობლემები გაჩნდა, შეუძლებელია. ეს მხოლოდ სიგნალია იმისთვის, რომ ორგანო აუცილებლად შეიმოწმოთ.ამასთან ვიალოვი განმარტავს, რომ ღვიძლის პრობლემები, საყოველთაოდ ცნობილი მიზეზების გარდა, ასევე შეიძლება გამოიწვიოს დიდ ქალაქში ცხოვრებამ. განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან მავნე საწარმოში დასაქმებული ადამიანები, ასევე ისინი, ვინც იძულებულია დიდი რაოდენობით სამკურნალო პრეპარატები მიიღოს, ან უხარისხო საკვებით იწამლება.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23918/12/239181260_208:0:3664:2592_1920x0_80_0_0_c8707891b34af3bb7c3cd907573acc35.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები, მსოფლიო მეცნიერული კვლევები
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები, მსოფლიო მეცნიერული კვლევები
ღვიძლის ძნელად დასადგენი დაავადების 10 უტყუარი ნიშანი
12:51 17.08.2022 (განახლებულია: 10:48 17.08.2023) ადამიანის ღვიძლი, რომლის დაავადების აღმოჩენაც საკმაოდ რთულია, არაერთ ფუნქციას ასრულებს ორგანიზმში.
მის მთავარ ამოცანათა ჩამონათვალში შედის: სისხლის ფილტრაცია და გაწმენდა, საჭმლის მომნელებელი სისტემის მიერ შეწოვილი ნივთიერებების გადამუშავება და დაგროვება, ნაღვლისა და ცილათა უმეტესობის გამომუშავება.
გარდა ამისა, ღვიძლის ერთ-ერთი ფუნქცია ასევე არის ტოქსინების განადგურება ან გარდაქმნა, მათ შორის, ალკოჰოლისა და წამლების.
გამომდინარე იქიდან, რომ ღვიძლის მეტაბოლიური აქტივობა ძალიან მაღალია, ხშირად ძალიან ძნელია დადგინდეს, ჯანმრთელია ეს ორგანო თუ არა — უშუალოდ ღვიძლში ტკივილის შეგრძნებები იშვიათად ჩნდება. დაავადებული ან გადატვირთული ღვიძლის ამოცნობა ხშირად სხვა სახის სიმპტომებით ხდება შესაძლებელი.
და ეს სიმპტომები ერთჯერადი პრობლემები კი არ არის, არამედ განმეორებადი, ქრონიკული ნიშნებია.
საჭმლის მონელების შენელება, სიმძიმე ჭამის შემდეგ
საუზმის დროს მადის უქონლობა
მოთეთრო ენა, პირის ღრუში პასტის მსგავსი ნადები, ცუდი სუნი პირიდან
კანისა და თვალების სიყვითლე
გულისრევა, თავბრუსხვევა ჭამამდე ან ჭამის შემდეგ
მშფოთვარე ძილი და გაღვიძება ღამღამობით
პრობლემები საკვების დიდი პორციების გადამუშავებაში
თითქმის თეთრი, უფერული განავალი
ჰემოროი, ვენების ვარიკოზული გაგანიერება.
როგორც ამერიკის გასტროენეტოლოგთა ასოციაციისა და ევროპის ღვიძლის შემსწავლელი საზოგადოების წევრი სერგეი ვიალოვი ირწმუნება, თუ ღვიძლი მავნე ნივთიერებების გაუვნებელყოფას არ ახდენს, ეს პირველ რიგში მავნე ნივთიერებებისადმი ყველაზე მგრძნობიარე ორგანოს − ტვინის ფუნქციების დარღვევას იწვევს.
„იწყება ე.წ. ენცეფალოპათია: ქვეითდება ყურადღების კონცენტრაცია, უარესდება მეხსიერება, ადამიანი ხდება გაღიზიანებული და უჭირს რაიმეზე ფოკუსირება“, − ამბობს ექიმი.
სპეციალისტის თქმით, მთავარი, რაც უნდა ვიცოდეთ, ეს ისაა, რომ ადამიანი ღვიძლის ტკივილს ვერ გრძნობს მანამ, სანამ პრობლემა გლობალური არ ხდება, რაც უკვე მთელი ორგანიზმის ჯანმრთელობისთვისაა საშიში.
ვიალოვის განმარტებით, არსებობს მხოლოდ რამდენიმე სიმპტომი, რომლებიც შესაძლოა ირიბად მიანიშნებდნენ ღვიძლის პრობლემებზე. ესენია:
ტკივილი მარჯვენა ჰიპოქონდრიუმში (სხეულის ნაწილი ნეკნების ხრტილოვანი რკალების ქვეშ), რა დროსაც ადამიანს უჭირს წელში გასწორება;
თვალებისა და კანის ყვითელი ელფერი;
ხელების აუხსნელი კანკალი;
თუმცა, როგორც სპეციალისტი ამბობს, ამ ნიშნების მიხედვით იმის თქმა, რომ ღვიძლში რაიმე პრობლემები გაჩნდა, შეუძლებელია. ეს მხოლოდ სიგნალია იმისთვის, რომ ორგანო აუცილებლად შეიმოწმოთ.
ამასთან ვიალოვი განმარტავს, რომ ღვიძლის პრობლემები, საყოველთაოდ ცნობილი მიზეზების გარდა, ასევე შეიძლება გამოიწვიოს დიდ ქალაქში ცხოვრებამ. განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან მავნე საწარმოში დასაქმებული ადამიანები, ასევე ისინი, ვინც იძულებულია დიდი რაოდენობით სამკურნალო პრეპარატები მიიღოს, ან უხარისხო საკვებით იწამლება.