https://sputnik-georgia.com/20220817/prokuratura-ganacenit-ukmayofiloa-269543469.html
მოსწავლის დაღუპვა კახეთში ექსკურსიაზე - პროკურატურა განაჩენით უკმაყოფილოა
მოსწავლის დაღუპვა კახეთში ექსკურსიაზე - პროკურატურა განაჩენით უკმაყოფილოა
Sputnik საქართველო
რეინჯერმა პედაგოგები გააფრთხილა, რომ უამინდობის დროს ჩანჩქერზე წასვლა საშიში იყო. 17.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-17T17:47+0400
2022-08-17T17:47+0400
2022-08-17T21:49+0400
საქართველოს პროკურატურა
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
კახეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/41/234094122_0:0:1500:844_1920x0_80_0_0_09b2b9e17141299a7bfb2254fd8b24bc.jpg
თბილისი, 17 აგვისტო – Sputnik. პროკურატურა გაასაჩივრებს გურჯაანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას ლაგოდეხის ნაკრძალში სკოლის მოსწავლის დაღუპვის საქმეზე, ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.ტრაგედია 2019 წლის 26 მაისს მოხდა. სკოლა „ალბიონის“ მე-11 კლასის მოსწავლე, 16 წლის სოფიო ნიკოლეიშვილი ნინოსხევის ჩანჩქერში დაიხრჩო.გურჯაანის სასამართლომ კლასის დამრიგებელი დამნაშავედ ცნო გულგრილობაში, რომელსაც ადამიანის სიკვდილი მოჰყვა, და მას სამი წლით თავისუფლების პირობითი აღკვეთა მიუსაჯა, მეორე პედაგოგი კი გაამართლა.პროკურატურის ინფორმაციით, კლასის დამრიგებელმა, რომელიც მოსწავლეების უსაფრთხოებაზე იყო პასუხისმგებელი, გულგრილობა გამოამჟღავნა. მან იცოდა საექსკურსიო მარშრუტის სირთულე უამინდობის გამო, მაგრამ გამოიჩინა უყურადღებობა და არასწორად შეაფასა ვითარება ადგილზე.მეორე პედაგოგმა, რომელიც ასევე ბრალდებული იყო ამ საქმეში, ყურად არ იღო რეინჯერების გაფრთხილება და ბავშვები ჩანჩქერზე წაიყვანა. ის აცხადებდა, რომ კარგად იცოდა ეს ადგილები.გარდა ამისა, პედაგოგებმა იცოდნენ, რომ გოგონა ჩანჩქერთან წყალში შესვლას აპირებდა, მაგრამ არ გააჩერეს ის და მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლნენ.ორივე პედაგოგი 2020 წლის 1 ივლისს დააკავეს და გულგრილობაში წაუყენეს ბრალი.
საქართველო
კახეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/41/234094122_84:0:1417:1000_1920x0_80_0_0_499adf2b952ab3fd79ec51a7e058720e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს პროკურატურა, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, კახეთი
საქართველოს პროკურატურა, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, კახეთი
მოსწავლის დაღუპვა კახეთში ექსკურსიაზე - პროკურატურა განაჩენით უკმაყოფილოა
17:47 17.08.2022 (განახლებულია: 21:49 17.08.2022) რეინჯერმა პედაგოგები გააფრთხილა, რომ უამინდობის დროს ჩანჩქერზე წასვლა საშიში იყო.
თბილისი, 17 აგვისტო – Sputnik. პროკურატურა გაასაჩივრებს გურჯაანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას ლაგოდეხის ნაკრძალში სკოლის მოსწავლის დაღუპვის საქმეზე, ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
ტრაგედია 2019 წლის 26 მაისს მოხდა. სკოლა „ალბიონის“ მე-11 კლასის მოსწავლე, 16 წლის სოფიო ნიკოლეიშვილი ნინოსხევის ჩანჩქერში დაიხრჩო.
გურჯაანის სასამართლომ კლასის დამრიგებელი დამნაშავედ ცნო გულგრილობაში, რომელსაც ადამიანის სიკვდილი მოჰყვა, და მას სამი წლით თავისუფლების პირობითი აღკვეთა მიუსაჯა, მეორე პედაგოგი კი გაამართლა.
„საქართველოს პროკურატურა გურჯაანის რაიონული სასამართლოს მერ მიღებულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
პროკურატურის
ინფორმაციით, კლასის დამრიგებელმა, რომელიც მოსწავლეების უსაფრთხოებაზე იყო პასუხისმგებელი, გულგრილობა გამოამჟღავნა. მან იცოდა საექსკურსიო მარშრუტის სირთულე უამინდობის გამო, მაგრამ გამოიჩინა უყურადღებობა და არასწორად შეაფასა ვითარება ადგილზე.
მეორე პედაგოგმა, რომელიც ასევე ბრალდებული იყო ამ საქმეში, ყურად არ იღო რეინჯერების გაფრთხილება და ბავშვები ჩანჩქერზე წაიყვანა. ის აცხადებდა, რომ კარგად იცოდა ეს ადგილები.
გარდა ამისა, პედაგოგებმა იცოდნენ, რომ გოგონა ჩანჩქერთან წყალში შესვლას აპირებდა, მაგრამ არ გააჩერეს ის და მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლნენ.
ორივე პედაგოგი 2020 წლის 1 ივლისს დააკავეს და გულგრილობაში წაუყენეს ბრალი.