https://sputnik-georgia.com/20220817/miwisa-da-saxlebis-gayidva-269543782.html
87 ერთის ფასად: ქალს შეცდომით გაუფორმეს ათობით მიწის ნაკვეთი და სახლი
87 ერთის ფასად: ქალს შეცდომით გაუფორმეს ათობით მიწის ნაკვეთი და სახლი
Sputnik საქართველო
თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. ქალი, რომელსაც სახლის ყიდვა სურდა ოჯახისთვის, შემთხვევით ათობით მიწის ნაკვეთის მფლობელი გახდა მასზე არსებული მრავალი შენობით... 17.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-17T17:21+0400
2022-08-17T17:21+0400
2023-07-20T15:46+0400
მსოფლიო დღეს
აშშ
შემთხვევები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24032/21/240322141_260:0:1823:879_1920x0_80_0_0_0938486085b21f032bd919918c3a220a.jpg
თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. ქალი, რომელსაც სახლის ყიდვა სურდა ოჯახისთვის, შემთხვევით ათობით მიწის ნაკვეთის მფლობელი გახდა მასზე არსებული მრავალი შენობით, იუწყება USA Today.გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკელი ქალბატონი 594,5 ათას დოლარად ყიდულობდა ერთ სახლს კომერციული ორგანიზაცია Toll Brothers-სგან. თუმცა დოკუმენტების გაფორმებისას საბუთებში შეცდომით სხვა ტრანზაქციის მონაცემები დააკოპირეს, რის შედეგადაც ქალის მფლობელობაში 87 მიწის ნაკვეთი მოექცა მათზე გაშენებული მრავალი სახლით. და ეს ყველაფერი მიწის ერთი ნაკვეთის ფასად.ამასთან აღსანიშნავია, რომ ამ სახლებისა და ნაკვეთების უმეტესობას უკვე ჰყავს სხვა კანონიერი მფლობელები.ახლა Toll Brothers-ი შეცდომის გამოსწორებაზე მუშაობს, რაც ყველა ნაკვეთზე საკუთრების უფლების მისთვის გადაცემას მოითხოვს, რათა შემდეგ სათითაოდ თავიდან გააფორმოს დოკუმენტიაცია და ქონება მფლობელებს დაუბრუნოს.როგორც გამოცემა წერს ოფიციალურ პირზე დაყრდნობით, დოკუმენტების გაფორმებისას მონაცემების კოპირებით გადატანას ხშირად მოსდევს მსგავსი შეცდომები.წყარო: USA Today
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24032/21/240322141_106:0:1813:1280_1920x0_80_0_0_87984e5c1eac8d1ce907793e541d6e8a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
აშშ , შემთხვევები, მსოფლიოს ახალი ამბები
აშშ , შემთხვევები, მსოფლიოს ახალი ამბები
87 ერთის ფასად: ქალს შეცდომით გაუფორმეს ათობით მიწის ნაკვეთი და სახლი
17:21 17.08.2022 (განახლებულია: 15:46 20.07.2023) თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. ქალი, რომელსაც სახლის ყიდვა სურდა ოჯახისთვის, შემთხვევით ათობით მიწის ნაკვეთის მფლობელი გახდა მასზე არსებული მრავალი შენობით, იუწყება USA Today.
გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკელი ქალბატონი 594,5 ათას დოლარად ყიდულობდა ერთ სახლს კომერციული ორგანიზაცია Toll Brothers-სგან. თუმცა დოკუმენტების გაფორმებისას საბუთებში შეცდომით სხვა ტრანზაქციის მონაცემები დააკოპირეს, რის შედეგადაც ქალის მფლობელობაში 87 მიწის ნაკვეთი მოექცა მათზე გაშენებული მრავალი სახლით. და ეს ყველაფერი მიწის ერთი ნაკვეთის ფასად.
ამასთან აღსანიშნავია, რომ ამ სახლებისა და ნაკვეთების უმეტესობას უკვე ჰყავს სხვა კანონიერი მფლობელები.
ახლა Toll Brothers-ი შეცდომის გამოსწორებაზე მუშაობს, რაც ყველა ნაკვეთზე საკუთრების უფლების მისთვის გადაცემას მოითხოვს, რათა შემდეგ სათითაოდ თავიდან გააფორმოს დოკუმენტიაცია და ქონება მფლობელებს დაუბრუნოს.
როგორც გამოცემა წერს ოფიციალურ პირზე დაყრდნობით, დოკუმენტების გაფორმებისას მონაცემების კოპირებით გადატანას ხშირად მოსდევს მსგავსი შეცდომები.