მდინარე ცხენისწყალში ბავშვს ეძებენ - ვიდეო

© photo: Sputnikმაშველები მდინარეზე
მაშველები მდინარეზე - Sputnik საქართველო, 1920, 17.08.2022
გამოწერა
მაშველები ბავშვს რამდენიმე საათია ეძებენ.
თბილისი, 17 აგვისტო – Sputnik. მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნწის ტერიტორიაზე, მდინარე ცხენისწყალში 6 წლის ბავშვს ეძებენ, იუწყება „მთავარი არხი“.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, ბავშვი მდინარეზე ბაბუასთან და ძმასთან ერთად იმყოფებოდა, ნაპირზე გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც გაუჩინარდა.
ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან. ბავშვს მაშველები უკვე დაახლოებით ოთხი საათია ეძებენ.
წყარო - „მთავარი არხი“
ყველა ახალი ამბავი
0