მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ცრუ ზარი პოლიციაში: „ხულიგანმა“ მაიმუნმა სამართალდამცველები გამოიძახა

© Pexels / Raksh Bangeraმაიმუნი
მაიმუნი - Sputnik საქართველო, 1920, 17.08.2022
გამოწერა
თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. ზოოპარკის ბინადარმა კაპუცინის ჯიშის მაიმუნმა ტელეფონი იპოვა და პოლიციას დაურეკა, იუწყება SF Gate.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა აშშ-ის ქალაქ ელ-პასო დე რობლისში მოხდა.
როგორც გამოცემა წერს, პოლიციის განყოფილებაში ვიღაცამ დარეკა, თუმცა ზარი შეწყდა. ოპერატორებმა ტელეფონის მფლობელთან გადარეკვა სცადეს, მაგრამ არავინ უპასუხა. შესაბამისად, გამოძახების მიზეზის დასადგენად ადგილზე პოლიციის რაზმი გაიგზავნა. თუმცა ძიებამ შედეგი ვერ გამოიღო — სამართალდამცველებმა ვერ იპოვეს ვერავინ, ვისაც დარეკვა შეეძლო.
საბოლოოდ გაირკვა, რომ მთელ ამ აურზაურში დამნაშავე მაიმუნი რუთი იყო. სავარაუდოდ, „ხულიგანმა“ კაპუცინმა მობილური ტელეფონი გოლფ-კარში იპოვა, რომელსაც თანამშრომლები ზოოპარკის ტერიტორიაზე სამოძრაოდ იყენებენ.

„როგორც გვითხრეს, კაპუცინები ძალიან ცნობისმოყვარეები არიან, იღებენ ყველაფერს, რასაც პოულობენ და ღილაკებზე თითის დაჭერას იწყებენ“, — განმარტეს პოლიციაში.

რაღა თქმა უნდა, რუთი პოლიციის ცრუ გამოძახებისთვის არავის დაუკავებია და არც არავის დაუჯარიმებია. ის, რაც არ ეპატიება ადამიანს, ეპატიება პრიმატს.
ყველა ახალი ამბავი
0