უიმედობას თესავენ - იოსელიანი ოპოზიციის ნაწილის გეგმებზე

© courtesy of Levan Ioselianiლევან იოსელიანი
ლევან იოსელიანი - Sputnik საქართველო, 1920, 17.08.2022
გამოწერა
დაუმორჩილებლობის შესახებ, როგორც საქართველოს ხელისუფლებასთან ბრძოლის ერთ-ერთ მეთოდზე, ორი პარტიის ლიდერებმა განაცხადეს.
თბილისი, 17 აგვისტო – Sputnik. დაბალი რეიტინგის მქონე ოპოზიციურმა პარტიებმა არ უნდა გააკეთონ განცხადება სამოქალაქო დაუმორჩილებლობის შესახებ, განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ოპოზიციური პარტია „მოქალაქეების“ წევრმა ლევან იოსელიანმა.
დაუმორჩილებლობის შესახებ, როგორც საქართველოს ხელისუფლებასთან ბრძოლის ერთ-ერთ მთავარ მეთოდზე, უფრო ადრე განაცხადეს პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ და პარტია „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ. ხოშტარიას თქმით, ოპოზიციაში მოქმედებების ერთობლივ გეგმაზე კონსულტაციები მიმდინარეობს.

„ამით ისინი მხოლოდ უიმედობას და იმედგაცრუებას თესავენ საზოგადოებაში, რაც ისევ ოპოზიციას უბრუნდება ცუდად. ამ პარტიებს არ აქვთ ის მხარდაჭერა, რომ რაღაც სერიოზულ სამოქალაქო დაუმორჩილებლობაზე ჰქონდეთ პრეტენზია“, – განაცხადა იოსელიანმა.

დაუმორჩილებლობა, პროტესტი, საბოტაჟი, პარალიზება ქვეყნის მასშტაბით – მოქმედებების ეს გეგმა ზურაბ ჯაფარიძემ ერთი კვირის წინ გამოაცხადა. სწორედ ამ საკითხებს მიხედავს ის თანამოაზრეებთან ერთად სექტემბრიდან, რათა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მიაღწიოს.
ხოშტარიამ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ დაუმორჩილებლობა ოლიგარქიასთან ბრძოლის განუყოფელი ნაწილია. მან ასევე დასძინა, რომ საუბარია მშვიდობიან პროტესტზე.
ოპოზიციის ნაწილმა მმართველი პარტიის მიმართ კრიტიკა მას შემდეგ გაამწვავა, რაც საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსზე უარი უთხრეს, ამავე დროს კი უკრაინისა და მოლდოვის მიმართ დადებითი გადაწყვეტილება მიიღეს. ოპოზიციონერები „ქართულ ოცნებას“ „პრორუსულობასა“ და დასავლური ფასეულობებისგან დაშორებაში ადანაშაულებენ.
ყველა ახალი ამბავი
0