https://sputnik-georgia.com/20220817/keli-degnanma-braldebebs-usafuzvlo-uwoda-269540525.html
კელი დეგნანმა დიპლომატიური მისიის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა
კელი დეგნანმა დიპლომატიური მისიის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა
Sputnik საქართველო
დეპუტატებმა, რომლებმაც მმართველი პარტია დატოვეს, აშშ-ის საელჩოს რეკომენდაციები შეაფასეს, როგორც „ინსტრუქცია“. 17.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-17T17:28+0400
2022-08-17T17:28+0400
2022-08-17T21:46+0400
პოლიტიკა
ახალი ამბები
საქართველო
აშშ
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/09/251110539_0:56:1435:863_1920x0_80_0_0_e4dd79c62ffc249b891b776e223bd686.jpg
თბილისი, 17 აგვისტო – Sputnik. აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა პარლამენტის იმ დეპუტატების კრიტიკას, რომლებმაც ცოტა ხნის წინ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ დატოვეს, უსაფუძვლო უწოდა.პარლამენტის დეპუტატებმა სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ, მიხეილ ყაველაშვილმა და გურამ მაჭარაშვილმა პარლამენტისთვის აშშ-ის რეკომენდაციები სასამართლო რეფორმის შესახებ შეაფასეს, როგორც „ინსტრუქცია“, „რაც, სამწუხაროდ, საბჭოთა წარსულს გვახსენებს და შესაბამის მძიმე ასოციაციებს აღძრავს“. მათ აღნიშნეს, რომ საელჩოს მთელი ძალისხმევა სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტებისა და რადიკალური ოპოზიციის გაძლიერებისკენ არის მიმართული.მისი თქმით, აშშ ათობით წელია თანამშრომლობს საქართველოსთან სასამართლოს რეფორმის საკითხში და მნიშვნელოვან პროგრესსაც მიაღწია.განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პროგრესია ბოლო ათწლეულის განმავლობაში, მაგრამ უფრო მეტია გასაკეთებელი. „ეს მოიცავს ვალდებულებას, რაზეც საქართველოს პოლიტიკური ლიდერები უკვე შეთანხმდნენ, რომ ასეთი გაუმჯობესება საჭიროა“, – აღნიშნა დეგნანმა.დეპუტატებმა თავიანთ წერილში აღნიშნეს, რომ პარლამენტისადმი აშშ-ის საელჩოს წერილში სიტყვა „უნდა“ 60-ჯერ არის გამოყენებული, ხოლო საელჩო პარლამენტს „რეკომენდაციას“ კონკრეტულ საკითხებზე მხოლოდ 9-ჯერ უწევს. ეს ფაქტი აჩვენებს სრულიად უპატივცემულო და უხეშ დამოკიდებულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ, განაცხადეს მათ.მათი თქმით, ბოლო წლებში დამკვიდრდა მანკიერი პრაქტიკა, როდესაც ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები ესწრებიან პარლამენტის სამუშაო ჯგუფების შეხვედრებს და მონაწილეობენ კანონშემოქმედებით პროცესში.დეპუტატებმა „საელჩოს ინსტრუქციებს“, განსაკუთრებით სამ მათგანს, აბსურდული უწოდეს. ესენია მოსამართლეთა არჩევისა და დანიშვნისას კვალიფიციური უმრავლესობის წესის გამოყენება, სასამართლოების თავმჯდომარეების არჩევითობა და უზენაესი სასამართლოს სამი მოსამართლის უვადოდ დანიშვნა.
https://sputnik-georgia.com/20220816/deputatebi-ass-saelco-saqartvelosi-radikaluri-opoziciis-gazlierebas-cdilobs-269492066.html
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/09/251110539_47:0:1388:1006_1920x0_80_0_0_648b21bdc998613e1254e2fb0fc5cb33.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო, აშშ , პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი
პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო, აშშ , პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი
კელი დეგნანმა დიპლომატიური მისიის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა
17:28 17.08.2022 (განახლებულია: 21:46 17.08.2022) დეპუტატებმა, რომლებმაც მმართველი პარტია დატოვეს, აშშ-ის საელჩოს რეკომენდაციები შეაფასეს, როგორც „ინსტრუქცია“.
თბილისი, 17 აგვისტო – Sputnik. აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა პარლამენტის იმ დეპუტატების კრიტიკას, რომლებმაც ცოტა ხნის წინ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ დატოვეს, უსაფუძვლო უწოდა.
პარლამენტის დეპუტატებმა სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ, მიხეილ ყაველაშვილმა და გურამ მაჭარაშვილმა პარლამენტისთვის აშშ-ის რეკომენდაციები სასამართლო რეფორმის შესახებ შეაფასეს, როგორც „ინსტრუქცია“, „რაც, სამწუხაროდ, საბჭოთა წარსულს გვახსენებს და შესაბამის მძიმე ასოციაციებს აღძრავს“. მათ აღნიშნეს, რომ საელჩოს მთელი ძალისხმევა სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტებისა და რადიკალური ოპოზიციის გაძლიერებისკენ არის მიმართული.
„არ ვარ დარწმუნებული, რას წარმოადგენს ეს ჯგუფი, რამდენად განსხვავებული არიან მთავრობისგან. რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ ბრალდებები, რომლებიც მათ ბოლო დროს გამოთქვეს აშშ-ის და სხვების მიმართ, არის დაუდევარი, კონსპირაციის თეორიები, რომელსაც არანაირი ფაქტობრივი საფუძველი არ გააჩნია“, – განუცხადა დეგნანმა ჟურნალისტებს.
მისი თქმით, აშშ ათობით წელია თანამშრომლობს საქართველოსთან სასამართლოს რეფორმის საკითხში და მნიშვნელოვან პროგრესსაც მიაღწია.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პროგრესია ბოლო ათწლეულის განმავლობაში, მაგრამ უფრო მეტია გასაკეთებელი. „ეს მოიცავს ვალდებულებას, რაზეც საქართველოს პოლიტიკური ლიდერები უკვე შეთანხმდნენ, რომ ასეთი გაუმჯობესება საჭიროა“, – აღნიშნა დეგნანმა.
დეპუტატებმა თავიანთ წერილში აღნიშნეს, რომ პარლამენტისადმი აშშ-ის საელჩოს წერილში სიტყვა „უნდა“ 60-ჯერ არის გამოყენებული, ხოლო საელჩო პარლამენტს „რეკომენდაციას“ კონკრეტულ საკითხებზე მხოლოდ 9-ჯერ უწევს. ეს ფაქტი აჩვენებს სრულიად უპატივცემულო და უხეშ დამოკიდებულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ, განაცხადეს მათ.
მათი თქმით, ბოლო წლებში დამკვიდრდა მანკიერი პრაქტიკა, როდესაც ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები ესწრებიან პარლამენტის სამუშაო ჯგუფების შეხვედრებს და მონაწილეობენ კანონშემოქმედებით პროცესში.
დეპუტატებმა „საელჩოს ინსტრუქციებს“, განსაკუთრებით სამ მათგანს, აბსურდული უწოდეს. ესენია მოსამართლეთა არჩევისა და დანიშვნისას კვალიფიციური უმრავლესობის წესის გამოყენება, სასამართლოების თავმჯდომარეების არჩევითობა და უზენაესი სასამართლოს სამი მოსამართლის უვადოდ დანიშვნა.