მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ჯანმო: მაიმუნის ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინა 100%-ით ეფექტური არ არის

© AP Photo / Mary Altafferვაქცინაცია
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 17.08.2022
გამოწერა
ყოველმა ადამიანმა, რომელსაც მიაჩნია, რომ რისკის ქვეშაა, უნდა შეამციროს სექსუალური პარტნიორების რაოდენობა, განაცხადეს ჯანმოში.
თბილისი, 17 აგვისტო – Sputnik. მაიმუნის ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინა 100%-ით ეფექტური არ არის, ადამიანებმა თავად უნდა გამოიჩინონ სიფრთხილე, იუწყება სააგენტო „რია ნოვოსტი“ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელ როზამუნდ ლუისის განცხადებაზე დაყრდნობით.
„შემუშავებული თუ წარმოებული ვაქცინები 100%-ით ეფექტური არ არის“, – განაცხადა ჯანმოს ყვავილთან ბრძოლის პროგრამის საგანგებო სიტუაციების სამდივნოს ხელმძღვანელმა როზამუნდ ლუისმა პრესკონფერენციაზე.
მისი სიტყვებით, ეს გვახსენებს, რომ ვაქცინა პანაცეა არ არის.

„ყოველმა ადამიანმა, რომელიც ფიქრობს, რომ რისკის ქვეშაა, უნდა შეამციროს სექსუალური პარტნიორების რაოდენობა, სარისკო სქესობრივი ურთიერთობა. უნდა დაველოდოთ მეორე დოზას, რათა ვაქცინამ ოპტიმალური რეაქცია გამოიწვიოს“, – აღნიშნა ლუისმა.

მაიმუნის ყვავილი - იშვიათი ვირუსული ინფექციაა, რომელიც ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა. როგორც წესი, ის მსუბუქად მიმდინარეობს და ადამიანების უმრავლესობა რამდენიმე კვირაში იკურნება, თუმცა მოსალოდნელია გართულებებიც.
მაიმუნის ყვავილის თავდაპირველი სიმპტომებია - ციება, კუნთების ტკივილი, ბეჭების ტკივილი, ლიმფური კვანძების გადიდება, კანკალი, სისუსტე. შესაძლოა გამონაყარიც, რომელიც ხშირად იწყება სახიდან, შემდეგ კი სხეულის სხვა ნაწილებზეც ვრცელდება.
ყველა ახალი ამბავი
0