https://sputnik-georgia.com/20220817/gulnara-karimovas-saqme-269527422.html
ექს-პრეზიდენტის ქალიშვილის შვეიცარიული აქტივები ქვეყანას დაუბრუნდება: შეთანხმება მიღწეულია
ექს-პრეზიდენტის ქალიშვილის შვეიცარიული აქტივები ქვეყანას დაუბრუნდება: შეთანხმება მიღწეულია
Sputnik საქართველო
თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. უზბეკეთმა და შვეიცარიამ ბერნში ხელი მოაწერეს შეთანხმებას ტაშკენტისთვის 131 მილიონი დოლარის დაბრუნების შესახებ, რომელიც 2012... 17.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-17T11:09+0400
2022-08-17T11:09+0400
2023-07-20T15:46+0400
მსოფლიო დღეს
უზბეკეთი
შვეიცარია
პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/18/251258861_46:0:1555:849_1920x0_80_0_0_a4840679b52fe50181822fcf82cec2e4.jpg
თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. უზბეკეთმა და შვეიცარიამ ბერნში ხელი მოაწერეს შეთანხმებას ტაშკენტისთვის 131 მილიონი დოლარის დაბრუნების შესახებ, რომელიც 2012 წლიდან შვეიცარიის ბანკებშია განთავსებული, იუწყება უზბეკეთის იუსტიციის სამინისტრო.აღნიშნული თანხა უზბეკეთის ექს-პრეზიდენტის უფროსი ქალიშვილის გულნარა კარიმოვას აქტივებს წარმოადგენდა.დოკუმენტს ხელი მოაწერეს უზბეკეთის იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელმა რუსლანბეკ დავლეტოვმა და შვეიცარიის პრეზიდენტმა იგნაზიო კასისმა.აღნიშნული შეთანხმების მიღწევა ორწლიანი მუშაობისა და მოლაპარაკებათა არაერთი რაუნდის შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაშიც უზბეკეთის იუსტიციის მინისტრი, ქვეყნის კომპეტენტური ორგანოები, შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტრო და გაერო მონაწილეობდნენ.გავრცელებული ინფორმაციით, გულნარა კარიმოვას აქტივებიდან მიღებული სახსრები უზბეკეთის სოციალურ საჭიროებებს — განათლებასა და ჯანდაცვას მოხმარდება.შვეიცარიის მთავრობის განცხადებით, რესტიტუცია დადებით გავლენას მოახდენს ორმხრივ ურთიერთობებზე და ასევე მნიშვნელოვანი წვლილი იქნება მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელებაში 2030 წლამდე.საუბარია თითქმის 800 მილიონ შვეიცარიულ ფრანკზე, რომელიც შვეიცარიის პროკურატურამ ჯერ კიდევ 2012 წელს გაყინა. ამ თანხიდან დაახლოებით 131 მილიონი დოლარი 2019 წელს ამოიღეს. ეს თანხები ახლა უზბეკეთში დაბრუნებას ექვემდებარება.გულნარა კარიმოვა ამ დროისათვის გრძელვადიან სასჯელს იხდის უზბეკეთში. 2015 წლის აგვისტოში ის დამნაშავედ ცნეს გამოძალვასა და გადასახადებისგან თავის არიდებაში, ხოლო 2017 წლის 18 დეკემბერს სხვა საქმეზე მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.2017 წლის დეკემბერში აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ გულნარა კარიმოვა სანქციების სიაში შეიყვანა. უწყების ცნობით, კარიმოვა მძლავრ დანაშაულებრივ სინდიკატს ხელმძღვანელობდა, რომელიც სახელმწიფო აქტორებს ბიზნესის ექსპროპრიაციაში, ბაზრების მონოპოლიზებაში და გამოძალვაში ითრევდა. 2020 წლის მარტში ტაშკენტის სასამართლომ კარიმოვას სასჯელი გაუზარდა და მას 13 წლითა და ოთხი თვით პატიმრობა მიესაჯა.
უზბეკეთი
შვეიცარია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/18/251258861_234:0:1366:849_1920x0_80_0_0_c73067cb9b53b3ccbd0619127ce8a58e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
უზბეკეთი, შვეიცარია, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
უზბეკეთი, შვეიცარია, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. უზბეკეთმა და შვეიცარიამ ბერნში ხელი მოაწერეს შეთანხმებას ტაშკენტისთვის 131 მილიონი დოლარის დაბრუნების შესახებ, რომელიც 2012 წლიდან შვეიცარიის ბანკებშია განთავსებული, იუწყება უზბეკეთის იუსტიციის სამინისტრო.
აღნიშნული თანხა უზბეკეთის ექს-პრეზიდენტის უფროსი ქალიშვილის გულნარა კარიმოვას აქტივებს წარმოადგენდა.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს უზბეკეთის იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელმა რუსლანბეკ დავლეტოვმა და შვეიცარიის პრეზიდენტმა იგნაზიო კასისმა.
აღნიშნული შეთანხმების მიღწევა ორწლიანი მუშაობისა და მოლაპარაკებათა არაერთი რაუნდის შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაშიც უზბეკეთის იუსტიციის მინისტრი, ქვეყნის კომპეტენტური ორგანოები, შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტრო და გაერო მონაწილეობდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, გულნარა კარიმოვას აქტივებიდან მიღებული სახსრები უზბეკეთის სოციალურ საჭიროებებს — განათლებასა და ჯანდაცვას მოხმარდება.
შვეიცარიის მთავრობის განცხადებით, რესტიტუცია დადებით გავლენას მოახდენს ორმხრივ ურთიერთობებზე და ასევე მნიშვნელოვანი წვლილი იქნება მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელებაში 2030 წლამდე.
საუბარია თითქმის 800 მილიონ შვეიცარიულ ფრანკზე, რომელიც შვეიცარიის პროკურატურამ ჯერ კიდევ 2012 წელს გაყინა. ამ თანხიდან დაახლოებით 131 მილიონი დოლარი 2019 წელს ამოიღეს. ეს თანხები ახლა უზბეკეთში დაბრუნებას ექვემდებარება.
გულნარა კარიმოვა ამ დროისათვის გრძელვადიან სასჯელს იხდის უზბეკეთში. 2015 წლის აგვისტოში ის დამნაშავედ ცნეს გამოძალვასა და გადასახადებისგან თავის არიდებაში, ხოლო 2017 წლის 18 დეკემბერს სხვა საქმეზე მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
2017 წლის დეკემბერში აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ გულნარა კარიმოვა სანქციების სიაში შეიყვანა. უწყების ცნობით, კარიმოვა მძლავრ დანაშაულებრივ სინდიკატს ხელმძღვანელობდა, რომელიც სახელმწიფო აქტორებს ბიზნესის ექსპროპრიაციაში, ბაზრების მონოპოლიზებაში და გამოძალვაში ითრევდა. 2020 წლის მარტში ტაშკენტის სასამართლომ კარიმოვას სასჯელი გაუზარდა და მას 13 წლითა და ოთხი თვით პატიმრობა მიესაჯა.