გონიო-ანაკლიის აკვატორიაში წყლის სინჯები აიღეს

© MINISTRY OF ENVIRONMENTAL PROTECTION AND AGRICULTURE OF GEORGIAსპეციალისტები შავ ზღვას უახლესი ხელსაწყოებით იკვლევენ
სპეციალისტები შავ ზღვას უახლესი ხელსაწყოებით იკვლევენ - Sputnik საქართველო, 1920, 17.08.2022
გამოწერა
მიღებული შედეგები სპეციალისტებს საშუალებას მისცემს, ჰქონდეთ უფრო ზუსტი ინფორმაცია ზღვის ეკოლოგიური მდგომარეობის და ზღვის ბინადრების საარსებო გარემოს შესახებ.
თბილისი, 17 აგვისტო – Sputnik. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია შავი ზღვის გონიო–ანაკლიის აკვატორიაში წყლის სინჯების აღებისა და აღებულ მასალაზე კვლევების ჩატარების პროცესს დაესწრო. ამის შესახებ სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
შავი ზღვის გონიო–ანაკლიის აკვატორიაში წყლის სინჯები გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობის, აკვაკულტურისა და წყლის ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტის სპეციალისტებმა აიღეს.
© MINISTRY OF ENVIRONMENTAL PROTECTION AND AGRICULTURE OF GEORGIAსპეციალისტები შავ ზღვას უახლესი ხელსაწყოებით იკვლევენ
Специалисты Грузии исследуют Черное море с помощью новейшего устройства - Sputnik საქართველო, 1920, 17.08.2022
სპეციალისტები შავ ზღვას უახლესი ხელსაწყოებით იკვლევენ
მინისტრის განცხადებით, წყლის ხარისხის კვლევები ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივის მეთოდოლოგიების გათვალისწინებით ხორციელდება.
„ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულებით გარემოსდაცვით სფეროში ნაკისრ ვალდებულებებს შორისაა ევროკავშირის საზღვაო სტრატეგიის ჩარჩო დირექტივის (MSFD) პრინციპების დანერგვა, რომლის მთავარ მიზანს შავი ზღვის დაბინძურებისგან დაცვა, ზღვის ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება და საზღვაო ბიოლოგიური რესურსების მდგრადი გამოყენება წარმოადგენს”, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.
© MINISTRY OF ENVIRONMENTAL PROTECTION AND AGRICULTURE OF GEORGIAსპეციალისტები შავ ზღვას უახლესი ხელსაწყოებით იკვლევენ
Специалисты Грузии исследуют Черное море с помощью новейшего устройства - Sputnik საქართველო, 1920, 17.08.2022
სპეციალისტები შავ ზღვას უახლესი ხელსაწყოებით იკვლევენ
უწყების ცნობით, შავ ზღვაზე აღებულ სინჯებში მნიშვნელოვანია წყლის სიღრმეში სხვადასხვა ხარისხობრივი პარამეტრის განსაზღვრა, რასაც სპეციალისტები ბოლო დროს შეძენილი თანამედროვე მულტიპარამეტრული ზონდის დახმარებით ახორციელებენ. აღნიშნული ხელსაწყოს საშუალებით შესაძლებელია უმაღლესი ხარისხის მონაცემების მიღება და 100 მეტრის სიღრმეში წყლის ისეთი ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრების განსაზღვრა, როგორიცაა ტემპერატურა, მარილიანობა, pH, ხსნადი ჟანგბადი, ქლოროფილი, გამჭვირვალობა და სხვ.
© MINISTRY OF ENVIRONMENTAL PROTECTION AND AGRICULTURE OF GEORGIAსპეციალისტები შავ ზღვას უახლესი ხელსაწყოებით იკვლევენ
Специалисты Грузии исследуют Черное море с помощью новейшего устройства - Sputnik საქართველო, 1920, 17.08.2022
სპეციალისტები შავ ზღვას უახლესი ხელსაწყოებით იკვლევენ
მიღებული შედეგები სპეციალისტებს საშუალებას მისცემს, დროულად გამოავლინონ და შეაფასონ ზღვის გარემოში მიმდინარე ეკოლოგიური ცვლილებები.
ყველა ახალი ამბავი
0