მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

როგორც კი დაიღლებით, მუშაობას მორჩით: ცნობილია ტვინში მავნე ნივთიერების დაგროვების მიზეზი

© Pexels / Anna Shvetsთავის ტვინი
თავის ტვინი - Sputnik საქართველო, 1920, 17.08.2022
გამოწერა
НовостиTelegram
ფრანგმა ნეიროფიზილოგებმა დაადგინეს, რატომაა გონებრივი მუშაობა ფიზიკურზე არანაკლებ დამღლელი.
თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. მძიმე გონებრივი სამუშაოს დროს თავის ტვინის პრეფრონტალურ ქერქში პოტენციურად ტოქსიკური მოლეკულები გროვდება, რომელთა გამოც ტვინს გაცილებით მეტი ენერგიის დახარჯვა უწევს, აცხადებენ პარიზელი ნეიროფიზიოლოგები, რომელთა ახალი კვლევა ჟურნალ Current Biology-შია გამოქვეყნებული.
მეცნიერების თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ ტვინში დაგროვილი ტოქსიკური ნივთიერებების გადამუშავებას დიდი ენერგია სჭირდება, ადამიანს კონცენტრირება და უმარტივესი გადაწყვეტილებების მიღება უჭირს.
ფრანგმა ნეიროფიზიოლოგებმა საკუთარი ვარაუდების დასამტკიცებლად ექსპერიმენტის ჩატარება გადაწყვიტეს, რაშიც 40 მოხალისე ჩართეს. ისინი ორ ჯგუფად გაყვეს: პირველ ჯგუფს კოგნიტური შესაძლებლობების შესამოწმებლად შედარებით რთული დავალებები მიეცა, მეორე ჯგუფს — მარტივი ამოცანები. ცდის მონაწილეებს მთელი დღის განმავლობაში აკვირდებოდნენ მაგნიტურ-რეზონანსული სპექტროსკოპიული ტექნიკის გამოყენებით, რათა თვალყური ედევნებინათ ტვინში მიმდინარე ქიმიური პროცესებისთვის.
მკვლევარებმა დაღლილობის ყველა ნიშანი დააფიქსირეს ჯგუფში, რომელიც რთულ დავალებებს ასრულებდა. ცდისპირებს უქვეითდებოდათ კონცენტრაცია, რის შემდეგაც ისინი იღებდნენ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებზეც ყველაზე ნაკლებ ძალისხმევას ხარჯავდნენ.
რაც მთავარია, მათი თავის ტვინის პრეფრონტალურ ქერქში გლუტამატის დონის მატება დაფიქსირდა. ეს ნივთიერება არის ერთგვარი მედიატორი, რომელიც ნერვულ სისტემაში აგზნებას იწვევს. მისი დაგროვების შემთხვევაში ტვინის აქტივობა ორგანიზმისთვის უფრო „ხარჯიანი“ ხდება ენერგიის კუთხით.
როგორც კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა მატიას პესილიონმა თქვა, დაღლილობა — ეს არის სიგნალი, რომელმაც უნდა აიძულოს ადამიანი, შეწყვიტოს მუშაობა.
მეცნიერები დარწმუნებული არიან, რომ ახალი აღმოჩენა დაეხმარება ექიმებს გონებრივი დაღლილობის დიაგნოსტირებასა და ადამიანების სამუშაო განრიგის კორექტირებაში, რათა მათ სამსახურში „გადაწვა“ აიცილონ თავიდან.
წყარო: Current Biology
ყველა ახალი ამბავი
0