ფსიქოლოგიური ტესტი: როგორ იჯვარედინებთ მკერდზე ხელებს?

© Pixabay / RyanMcGuireმამაკაცი მკერდზე გადაჯვარედინებული ხელებით
მამაკაცი მკერდზე გადაჯვარედინებული ხელებით - Sputnik საქართველო, 1920, 17.08.2022
გამოწერა
ფსიქოლოგების თქმით, როდესაც ადამიანები სხვათა ხასიათზე საუბრობენ, როგორც წესი, საკუთარ სუბიექტურ შეგრძნებებსა და დაკვირვებებს ეყრდნობიან. ამიტომაც ერთი და იგივე ადამიანი შეიძლება სრულიად განსხვავებულად აღიქმებოდეს სხვათა თვალში.
ამის მიზეზია ის განსხვავებული გარემოებები, რომლებშიც კომუნიკაცია ხდება. სხვა ადამიანის აღქმაზე აბსოლუტურად ყველაფერმა შეიძლება მოახდინოს გავლენა — საკუთარმა განწყობამაც კი.
ფსიქოლოგიაში პიროვნების თვისებების დადგენისადმი ასეთი სუბიექტური მიდგომა მიუღებელია. ასეთ შემთხვევაში ექსპერიმენტების შედეგები ყოველ ჯერზე სხვადასხვაგვარი იქნებოდა იმისდა მიხედვით, თუ ვინ ჩაატარებდა მათ.
შეუსაბამობების თავიდან ასაცილებლად და რაიმე სახის ერთგვაროვნებამდე და ობიექტურობამდე მისასვლელად მეცნიერებმა სპეციალური ფსიქოლოგიური ტესტები შეიმუშავეს, რომლებითაც რესპონდენტის ნამდვილი ბუნების დადგენაა შესაძლებელი.
ქვემოთ ერთ-ერთ ასეთ ტესტს გთავაზობთ, რომელიც თქვენს ხასიათს იმის მიხედვით დაადგენს, თუ როგორ იჯვარედინებთ მკერდზე ხელებს.
მკერდზე ხელების გადაჯვარედინების ტიპები
მკერდზე ხელების გადაჯვარედინების ტიპები - Sputnik საქართველო, 1920, 17.08.2022
მკერდზე ხელების გადაჯვარედინების ტიპები
დახედეთ ნახატს და აირჩიეთ ის ვარიანტი, რომელიც სრულად შეესაბამება ან ყველაზე ახლოსაა ხელების გადაჯვარედინების თქვენეულ „მეთოდთან“.
ვარიანტი 1. მარჯვენა ხელის მტევანი მარცხენა მკლავის ზემოდან — თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც პირველ რიგში გონების არგუმენტებით ხელმძღვანელობს. ამასთან გაქვთ უნარი, გადაშლილი წიგნივით წაიკითხოთ სხვა ადამიანები.
ხართ მგრძნობიარე, დიდბუნებოვანი და თანაგრძნობისკენ მიდრეკილი. პირად ცხოვრებაში არ აჩქარებთ მოვლენებს, მოგწონთ, როცა ყველაფერი თავისი რიგით მიდის.
ვარიანტი 2. მარცხენა ხელის მტევანი მარჯვენა მკლავის ზემოდან — თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც უმცირეს დეტალებს აქცევს ყურადღებას. გაქვთ ცივი და ფხიზელი გონება. იშვიათად ემორჩილებით გრძნობებს, არ გჩვევიათ მათი სხვებისთვის გაზიარება — ამჯობინებთ მათ დამალვას.
რაც შეეხება გადაწყვეტილების მიღებას, ამას მხოლოდ მას შემდეგ აკეთებთ, რაც ყველა პლუსსა და მინუსს კარგად აწონ-დაწონით და საუკეთესო ვარიანტს შეარჩევთ.
ვარიანტი 3. ორივე ხელის მტევანი ორივე მკლავის ზემოდან — თუ ხელებს ისე იჯვარედინებთ, რომ ორივე მტევანი ჩანს, ეს თქვენს თავდაჯერებულობაზე მიუთითებს. დაბადებით ლიდერი ხართ, რომელსაც თავის მისიად ირგვლივ მყოფების დაცვა მიაჩნია.
აფასებთ ოჯახს, საყვარელ ადამიანებს. მზად ხართ მათი გულისთვის ყველაფერზე წახვიდეთ, ყველაფერი გააკეთოთ მათთვის.
ადამიანებს მოსწონთ თქვენთან ურთიერთობა, ხშირად მოგმართავენ რჩევისთვის, რადგან ყოველთვის უსმენთ და ეხმარებით მათ.
იშვიათი ვარიანტი: ორივე ხელის მტევანი დამალულია — ეს ადამიანები ინტროვერტები არიან, არჩევენ მშვიდ ცხოვრებას. მიუხედავად ამისა, ხშირად ზრუნავენ სხვა ადამიანების კეთილდღეობაზე. ასეთთა შორის ხშირად შეხვდებით ქველმოქმედებს.
ყველა ახალი ამბავი
0