ზახაროვა: IAEA-ს დელეგაციის ვიზიტს ზაპოროჟიეს სადგურზე მთელი მსოფლიო ელოდება

  - Sputnik საქართველო, 1920, 17.08.2022
გამოწერა
თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) დელეგაცია და გაეროს გენერალური მდივანი ჯერ კიდევ არ მისულან ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, რასაც მთელი მსოფლიო ელოდება, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.
მანამდე, 16 აგვისტოს გაეროს პრეს-მდივანმა სტეფან დიუჟარიკმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ანტონიუ გუტერეში უკრაინაში გაემგზავრებოდა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიწვევით.

„თუ გაეროს გენერალური მდივანი უკრაინის ტერიტორიაზე ჩავიდა ვიზიტით, მაშინ არ მესმის, რატომ ვერ მიდის IAEA-ს დელეგაცია — გაეროს სტრუქტურა, გაეროს სამდივნოს თვალსაზრისით, ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე. იქ დიდი ხანია ელოებიან IAEA-ს წარმომადგენლებს — არა მარტო სადგურის პერსონალი, არამედ მთელი მსოფლიო“, — აღნიშნა ზახაროვამ.

ზაპოროჟიეს სადგური, რომელიც დნეპრის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს ქალაქ ენერგოდართან, არის ყველაზე დიდი ატომური ელექტროსადგური ევროპაში ბლოკების რაოდენობისა და დადგმული სიმძლავრის მიხედვით. სადგურზე ექვსი ენერგობლოკია. მას მიმდინარე წლის მარტიდან რუსი სამხედროები აკონტროლებენ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ამას ბირთვული და რადიოაქტიური მასალების გაჟონვის თავიდან აცილების მიზნით აკეთებს.
აშშ და სხვა ქვეყნები მოუწოდებენ რუსეთს „დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი შეიარაღებული ძალები და ყველა სხვა არასანქცირებული პერსონალი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან“ და დაუბრუნოს იგი უკრაინას. გუშინ მათ გამოაქვეყნეს შესაბამისი განცხადება, რომელსაც 40-ზე მეტმა სახელმწიფომ მოაწერა ხელი. ვენის საერთაშორისო ორგანიზაციებში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა მიხაილ ულიანოვმა დოკუმენტს პროპაგანდისტული უწოდა.
ყველა ახალი ამბავი
0