მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

რადიაციის დონე ზაპოროჟიეს აეს-ზე: ნედ პრაისმა კომენტარი გააკეთა

© photo: Sputnik / Falin ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური
 ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური - Sputnik საქართველო, 1920, 16.08.2022
გამოწერა
თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. შეერთებული შტატები განაგრძობს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ განვითარებული მოვლენების მონიტორინგს, მაგრამ ჯერჯერობით არ აქვს რაიმე მტკიცებულება ამ ობიექტზე რადიაციის ანომალიური დონის შესახებ, განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა.

„ჩვენ კვლავ შეშფოთებული ვართ უკრაინაში სამოქალაქო ბირთვულ ობიექტებთან და მათ მახლობლად მიმდინარე საომარი მოქმედებებით. შეერთებული შტატები ყურადღებით აკვირდება სადგურის მუშაობას და ამ ობიექტის ირგვლივ არსებულ ვითარებას. რადიაციული სენსორების მიერ გადმოცემული მონაცემები ჯერჯერობით არ მიუთითებს სადგურზე რადიაციის ანომალიურ დონეზე“, — განაცხადა პრაისმა ბრიფინგზე.

ამასთან ამერიკელმა დიპლომატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „რუსეთის სამხედრო მოქმედებები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ — ეს უპასუხისმგებლობის მწვერვალია“. პრაისმა მოუწოდა მოსკოვს, სადგურზე კონტროლი კიევს გადასცეს.
ორშაბათს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ კიევი ფართომასშტაბიან პროვოკაციებს ამზადებს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მიდამოებში, რაშიც უკრაინის სარდლობამ რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარების ათასამდე სამხედრო ჩართო.
ზაპოროჟიეს სადგური, რომელიც დნეპრის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს ქალაქ ენერგოდართან, არის ყველაზე დიდი ატომური ელექტროსადგური ევროპაში ბლოკების რაოდენობისა და დადგმული სიმძლავრის მიხედვით. სადგურზე ექვსი ენერგობლოკია. მას მიმდინარე წლის მარტიდან რუსი სამხედროები აკონტროლებენ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ამას ბირთვული და რადიოაქტიური მასალების გაჟონვის თავიდან აცილების მიზნით აკეთებს.
აშშ და სხვა ქვეყნები მოუწოდებენ რუსეთს, „დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი შეიარაღებული ძალები და ყველა სხვა არასანქცირებული პერსონალი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან“ და დაუბრუნოს იგი უკრაინას. გუშინ მათ გამოაქვეყნეს შესაბამისი განცხადება, რომელსაც 40-ზე მეტმა სახელმწიფომ მოაწერა ხელი. ვენის საერთაშორისო ორგანიზაციებში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა მიხაილ ულიანოვმა დოკუმენტს პროპაგანდისტული უწოდა.
ყველა ახალი ამბავი
0