https://sputnik-georgia.com/20220816/uaqcizo-sigareti-dakavebulia-otxi-piri-269488267.html
უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე სამართალდამცველებმა ოთხი პირი დააკავეს
უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე სამართალდამცველებმა ოთხი პირი დააკავეს
Sputnik საქართველო
პროდუქციის ღირებულება 28 ათას ლარს აღემატება. დაკავებულებს ექვსიდან რვა წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. 16.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-16T16:38+0400
2022-08-16T16:38+0400
2022-08-16T22:06+0400
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22822/37/228223743_0:156:3001:1844_1920x0_80_0_0_0e392d0c2adfc104cf1c40c1c2d26959.jpg
თბილისი, 16 აგვისტო – Sputnik. სამართალდამცველებმა პირთა ჯგუფის მიერ მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვის ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულები უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით გორის რაიონში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტს ინახავდნენ.ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ჯამში ამოღებულია 28 ათას ლარზე მეტი ღირებულების 6.490 კოლოფი უაქციზო სიგარეტი.საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან რვა წლამდე ვადით.სიგარეტის კონტრაბანდა საქართველოში მძიმე პრობლემად 2019 წლის შემდეგ იქცა. მაშინ ქვეყანაში თამბაქოს საწინააღმდეგო კანონმდებლობის გამკაცრების გამო მკვეთრად გაიზარდა ფასები სიგარეტსა და თუთუნზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22822/37/228223743_166:0:2833:2000_1920x0_80_0_0_1328c3ce75ac5bb731d742bc9c233c50.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო
შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო
უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე სამართალდამცველებმა ოთხი პირი დააკავეს
16:38 16.08.2022 (განახლებულია: 22:06 16.08.2022) პროდუქციის ღირებულება 28 ათას ლარს აღემატება. დაკავებულებს ექვსიდან რვა წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
თბილისი, 16 აგვისტო – Sputnik. სამართალდამცველებმა პირთა ჯგუფის მიერ მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვის ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
საგამოძიებო სამსახურის
ინფორმაციით, ბრალდებულები უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით გორის რაიონში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტს ინახავდნენ.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ჯამში ამოღებულია 28 ათას ლარზე მეტი ღირებულების 6.490 კოლოფი უაქციზო სიგარეტი.
საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან რვა წლამდე ვადით.
სიგარეტის კონტრაბანდა საქართველოში მძიმე პრობლემად 2019 წლის შემდეგ იქცა. მაშინ ქვეყანაში თამბაქოს საწინააღმდეგო კანონმდებლობის გამკაცრების გამო მკვეთრად გაიზარდა ფასები სიგარეტსა და თუთუნზე.