https://sputnik-georgia.com/20220816/tbilissi-savele-praqtikuli-swavleba-daiwyo-269493759.html
თბილისში საველე პრაქტიკული სწავლება დაიწყო
თბილისში საველე პრაქტიკული სწავლება დაიწყო
Sputnik საქართველო
სწავლება ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლას ისახავს მიზნად. 16.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-16T18:13+0400
2022-08-16T18:13+0400
2022-08-16T22:51+0400
საქართველო
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური
აშშ
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23370/57/233705793_0:79:1498:922_1920x0_80_0_0_2d914442f43ebdfc2b12ab970f4eb5f8.jpg
თბილისი, 16 აგვისტო – Sputnik. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მასშტაბურ ღონისძიებას – საველე პრაქტიკულ უწყებათშორის სწავლებას მასპინძლობს. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.სწავლება აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) ორგანიზებით ტარდება და მას ამერიკიდან საგანგებოდ ჩამოსული ჯგუფი დააკვირდება.სწავლება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის ბაზაზე და სხვა საწვრთნელ ბაზებზე იმართება. მისი მიზანი ქვეყანაში არსებული ძალოვანი სტრუქტურების კოორდინაციის გაძლიერებაა.როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საველე სწავლება უპრეცედენტოა და პირველად ტარდება საქართველოში. ის 19 აგვისტოს დაიხურება.აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) ორგანიზებით მიმდინარე სწავლებაში მონაწილეობას იღებენ ქვეყანაში უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი წამყვანი უწყებების – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების სამსახურისა და თავდაცვის სამინისტროს დანაყოფები.სუსისა და DTRA-ს მარავალწლიანი თანამშრომლობის შედეგად ქართულმა სპეცსამსახურებმა მნიშვნელოვნად გაზარდეს პროფესიული კვალიფიკაცია.შესაბამისად აღჭურვილნი წარმატებით მოქმედებენ ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული უშიშროების, განაღმვისა და მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის სფეროებში.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23370/57/233705793_82:0:1415:1000_1920x0_80_0_0_c1ef6e675a16df03c1b80e6efaa2c9b1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, აშშ , ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, აშშ , ახალი ამბები
თბილისში საველე პრაქტიკული სწავლება დაიწყო
18:13 16.08.2022 (განახლებულია: 22:51 16.08.2022) სწავლება ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლას ისახავს მიზნად.
თბილისი, 16 აგვისტო – Sputnik. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მასშტაბურ ღონისძიებას – საველე პრაქტიკულ უწყებათშორის სწავლებას მასპინძლობს. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
სწავლება აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) ორგანიზებით ტარდება და მას ამერიკიდან საგანგებოდ ჩამოსული ჯგუფი დააკვირდება.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელით მინდა გულითადი მადლობა გადავუხადო ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს აღნიშნული სწავლების ორგანიზებისა და იმ მხარდაჭერისთვის, რასაც მათგან მუდმივად ვიღებთ სხვადასხვა მიმართულებით“, – განაცხადა სუსის უფროსის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა გიგა ნიკოლეიშვილმა საველე სწავლების ღონისძიების გახსნისას.
სწავლება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის ბაზაზე და სხვა საწვრთნელ ბაზებზე იმართება. მისი მიზანი ქვეყანაში არსებული ძალოვანი სტრუქტურების კოორდინაციის გაძლიერებაა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საველე სწავლება უპრეცედენტოა და პირველად ტარდება საქართველოში. ის 19 აგვისტოს დაიხურება.
აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) ორგანიზებით მიმდინარე სწავლებაში მონაწილეობას იღებენ ქვეყანაში უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი წამყვანი უწყებების – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების სამსახურისა და თავდაცვის სამინისტროს დანაყოფები.
სუსისა და DTRA-ს მარავალწლიანი თანამშრომლობის შედეგად ქართულმა სპეცსამსახურებმა მნიშვნელოვნად გაზარდეს პროფესიული კვალიფიკაცია.
შესაბამისად აღჭურვილნი წარმატებით მოქმედებენ ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული უშიშროების, განაღმვისა და მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის სფეროებში.