https://sputnik-georgia.com/20220816/saqartvelos-konkurenciis-saagento-sawvavis-fasebs-seamowmebs-269511671.html
საქართველოს კონკურენციის სააგენტო საწვავის ფასებს შეამოწმებს
საქართველოს კონკურენციის სააგენტო საწვავის ფასებს შეამოწმებს
Sputnik საქართველო
ივნის-ივლისში ქვეყანაში შემოვიდა გაიაფებული საწვავი და ამავე დროს საცალო ბაზარზე ფასების შემცირება არ მომხდარა, განაცხადა სააგენტოს ხელმძღვანელმა
2022-08-16T22:26+0400
2022-08-16T22:26+0400
2022-08-16T23:14+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ენერგეტიკა
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/17/265433803_7:0:3648:2048_1920x0_80_0_0_cfc0ddd3b3c0ad8ab7df58ff4c9ec360.jpg
თბილისი, 16 აგვისტო – Sputnik. საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო საცალო ბაზრის ოპერატორების კეთილსინდისიერებას შეამოწმებს, განაცხადა სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ.პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ კონკურენციის სააგენტოს დაავალა იმის გარკვევა, თუ რატომ არ მცირდება საწვავის ფასები ლარის გამყარების ფონზე.ფასების ზრდა საწვავზე საქართველოში გასული წლის შემოდგომიდან დაიწყო, თუმცა ნახტომისებური ზრდის შემთხვევები მიმდინარე წლის თებერვალ–მარტში დაფიქსირდა. კერძოდ, 92 ოქტანობის ბენზინი ერთ თვეში თითქმის 12%-ით გაძვირდა, მისმა ღირებულებამ (ერთი ლიტრის) დაახლოებით 3,8 ლარი შეადგინა, ხოლო 95 ოქტანობის ბენზინის ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს – 4 ლარს მიაღწია.საცალო ბაზრის 60%-ის მფლობელი კომპანიები ადრეც გააკრიტიკეს ფასების მიმართ არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულების გამო, მაგრამ ამის გამო კომპანიებისთვის სანქციები არავის დაუწესებია.საქართველოში საწვავი შემოდის რუმინეთიდან, ბულგარეთიდან, რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქმენეთიდან. ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავზე ფასი რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით ფორმირდება. ესაა საბაჟო ღირებულება, აქციზი, ფასნამატი, დღგ, საოპერაციო დანახარჯები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/17/265433803_1161:249:3560:2048_1920x0_80_0_0_2160b6c7c9893e20f5fd7e75c055333f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო კონკურენცია სააგენტო საწვავი ფასებს შემოწმება
საქართველო კონკურენცია სააგენტო საწვავი ფასებს შემოწმება
საქართველოს კონკურენციის სააგენტო საწვავის ფასებს შეამოწმებს
22:26 16.08.2022 (განახლებულია: 23:14 16.08.2022) ივნისი–ივლისში ქვეყანაში შემოვიდა გაიაფებული საწვავი, მაგრამ საცალო ბაზარზე ფასების შემცირება არ მომხდარა, განაცხადა სააგენტოს ხელმძღვანელმა.
თბილისი, 16 აგვისტო – Sputnik. საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო საცალო ბაზრის ოპერატორების კეთილსინდისიერებას შეამოწმებს, განაცხადა სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ კონკურენციის სააგენტოს დაავალა იმის გარკვევა, თუ რატომ არ მცირდება საწვავის ფასები ლარის გამყარების ფონზე.
„კონკურენციის ეროვნული სააგენტო იწყებს მოკვლევას საავტომობილო საწვავის ბაზარზე. ჩვენი შეფასების მიხედვით, განსაკუთრებით ივნისი–ივლისში საქართველოში გაიაფებული საწვავი შემოედინებოდა, მაგრამ აღნიშნულის შესაბამისად არ ხვდებოდა საცალო ბაზარზე, ამიტომ ჩვენი მიზანია გავარკვიოთ ასეთი ქმედების კეთილსინდისიერება“, – განუცხადა ჟურნალისტებს ლექვინაძემ.
ფასების ზრდა საწვავზე საქართველოში გასული წლის შემოდგომიდან დაიწყო, თუმცა ნახტომისებური ზრდის შემთხვევები მიმდინარე წლის თებერვალ–მარტში დაფიქსირდა. კერძოდ, 92 ოქტანობის ბენზინი ერთ თვეში თითქმის 12%-ით გაძვირდა, მისმა ღირებულებამ (ერთი ლიტრის) დაახლოებით 3,8 ლარი შეადგინა, ხოლო 95 ოქტანობის ბენზინის ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს – 4 ლარს მიაღწია.
საცალო ბაზრის 60%-ის მფლობელი კომპანიები ადრეც გააკრიტიკეს ფასების მიმართ არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულების გამო, მაგრამ ამის გამო კომპანიებისთვის სანქციები არავის დაუწესებია.
საქართველოში საწვავი შემოდის რუმინეთიდან, ბულგარეთიდან, რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქმენეთიდან. ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავზე ფასი რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით ფორმირდება. ესაა საბაჟო ღირებულება, აქციზი, ფასნამატი, დღგ, საოპერაციო დანახარჯები.