https://sputnik-georgia.com/20220816/mixeil-sayulasvili-axali-gubernatori-sida-qartlsi-269487628.html
„მინდა ვიყო ელჩივით“ - შიდა ქართლის ახალი გუბერნატორი თავის გეგმებზე
„მინდა ვიყო ელჩივით“ - შიდა ქართლის ახალი გუბერნატორი თავის გეგმებზე
Sputnik საქართველო
შაყულაშვილი წარმატებული მენეჯერია, რომელსაც სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობის 20-წლიანი გამოციდლება აქვს, აღნიშნეს ახალი გუბერნატორის კოლეგებმა. 16.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-16T16:19+0400
2022-08-16T16:19+0400
2022-08-16T21:56+0400
ქართლი
საქართველო
ახალი ამბები
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/10/269482903_0:16:1280:736_1920x0_80_0_0_b0c8f90e2b3af3887850ce5d0ba5fb81.jpg
თბილისი,16 აგვისტო – Sputnik. ამოცანების შესრულება სოციალურ-ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში, ასევე რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულება და ახლის დაწყება მუშაობის მთავარი პრიორიტეტებია, განაცხადა შიდა ქართლის ახლად დანიშნულმა გუბერნატორმა მიხეილ შაყულაშვილმა.შიდა ქართლის გუბერნატორის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ვალერიან მჭედლიძემ თითქმის ერთწლიანი მუშაობის შემდეგ პოსტი დატოვა. როგორც მაშინ მჭედლიძემ განაცხადა, ის სახელმწიფო სამსახურში, გარემოს დაცვის სფეროში გააგრძელებს მუშაობას.მისი თქმით, ახალ თანამდებობაზე ის გეგმავს, რომ ბოლომდე მიიყვანოს დაწყებული ინფრასტრუქტურული პროექტები და პარალელურ რეჟიმში შეიმუშაოს ახალი ინფრასტრუქტურული მიმართულებები.გარდა ამისა, შაყულაშვილი რეგიონის ინტელექტუალური და ფიზიკური რესურსების მოზიდვას გეგმავს, რაც, მისი აზრით, დაეხმარება მას, მარტივად და ეფექტურად შეასრულოს სახელმწიფო ცენტრალური აპარატის მიერ დასახული ამოცანები.მისი თქმით, მთელი მისი ძალისხმევა მიმართული იქნება იქით, რომ თითოეულ მოსახლემდე რაც შეიძლება სწრაფად მივიდეს რეგიონის ყველა სიკეთე.„მიხეილ შაყულაშვილი იქნება წარმატებული სახელმწიფო რწმუნებული, მის პრიორიტეტს წარმოადგენს – და ეს არის დავალება საქართველოს მთავრობისგან და პრემიერ-მინისტრისგან – მოსახლეობასთან უფრო მეტი მჭიდრო კომუნიკაცია, ის პრობლემატიკა, რაც გააჩნია რეგიონს, მათი დაყენება, თუ საჭიროა, ცენტრალური ხელისუფლების ორგანოებთან და გადაწყვეტა უმოკლეს დროში“, – განაცხადა მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ლერი ბარნაბიშვილმა.„ბატონი მიხეილი არის წარმატებული მენეჯერი, მას გააჩნია სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობის 20 წელზე მეტი გამოცდილება. უნდა აღინიშნოს, რომ 6 წელიწადზე მეტი იმუშავა შიდა ქართლის რეგიონში სხვადასხვა მენჯერულ პოზიციაზე“, – განაცხადა ბარნაბიშვილმა.შიდა ქართლის ახალი სახელმწიფო რწმუნებული პროფესიით სამართალმცოდნეა, არის სამართლის დოქტორი. მიხეილ შაყულაშვილი იკავებდა სხვადასხვა თანამდებობას საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, აგრეთვე არის ასოცირებული პროფესორი ალტე უნივერსიტეტსა და თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტში.
ქართლი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/10/269482903_17:0:1189:879_1920x0_80_0_0_dcefbfb9ef6200f8afd731ad11c169ca.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ქართლი , საქართველო, ახალი ამბები, პოლიტიკა საქართველოში
ქართლი , საქართველო, ახალი ამბები, პოლიტიკა საქართველოში
„მინდა ვიყო ელჩივით“ - შიდა ქართლის ახალი გუბერნატორი თავის გეგმებზე
16:19 16.08.2022 (განახლებულია: 21:56 16.08.2022) შაყულაშვილი წარმატებული მენეჯერია, რომელსაც სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობის 20-წლიანი გამოციდლება აქვს, აღნიშნეს ახალი გუბერნატორის კოლეგებმა.
თბილისი,16 აგვისტო – Sputnik. ამოცანების შესრულება სოციალურ-ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში, ასევე რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულება და ახლის დაწყება მუშაობის მთავარი პრიორიტეტებია, განაცხადა შიდა ქართლის ახლად დანიშნულმა გუბერნატორმა მიხეილ შაყულაშვილმა.
შიდა ქართლის გუბერნატორის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ვალერიან მჭედლიძემ თითქმის ერთწლიანი მუშაობის შემდეგ პოსტი დატოვა. როგორც მაშინ მჭედლიძემ განაცხადა, ის სახელმწიფო სამსახურში, გარემოს დაცვის სფეროში გააგრძელებს მუშაობას.
„წარმოშობით ამ რეგიონიდან გახლავართ, ასევე 6 წლის განმავლობაში ამ რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტში ნამუშევარი ვარ... ვგეგმავ პირველ რიგში მივხედო რეგიონის სოციალურ-ეკონომიკურ და კულტურულ მიმართულებებს, ადამიანის უფლებებს“, – განაცხადა შაყულაშვილმა.
მისი თქმით, ახალ თანამდებობაზე ის გეგმავს, რომ ბოლომდე მიიყვანოს დაწყებული ინფრასტრუქტურული პროექტები და პარალელურ რეჟიმში შეიმუშაოს ახალი ინფრასტრუქტურული მიმართულებები.
გარდა ამისა, შაყულაშვილი რეგიონის ინტელექტუალური და ფიზიკური რესურსების მოზიდვას გეგმავს, რაც, მისი აზრით, დაეხმარება მას, მარტივად და ეფექტურად შეასრულოს სახელმწიფო ცენტრალური აპარატის მიერ დასახული ამოცანები.
„მინდა რეგიონში მცხოვრებ ნებისმიერ რიგით ადამიანს, აქაურ თანამშრომლებსა და სახელმწიფოს ცენტრალურ აპარატს შორის ვიყო ერთგვარად ელჩივით და აქაური საზრუნავი მივიტანო ცენტრალურ აპარატამდე“, – განაცხადა შაყულაშვილმა.
მისი თქმით, მთელი მისი ძალისხმევა მიმართული იქნება იქით, რომ თითოეულ მოსახლემდე რაც შეიძლება სწრაფად მივიდეს რეგიონის ყველა სიკეთე.
„მიხეილ შაყულაშვილი იქნება წარმატებული სახელმწიფო რწმუნებული, მის პრიორიტეტს წარმოადგენს – და ეს არის დავალება საქართველოს მთავრობისგან და პრემიერ-მინისტრისგან – მოსახლეობასთან უფრო მეტი მჭიდრო კომუნიკაცია, ის პრობლემატიკა, რაც გააჩნია რეგიონს, მათი დაყენება, თუ საჭიროა, ცენტრალური ხელისუფლების ორგანოებთან და გადაწყვეტა უმოკლეს დროში“, – განაცხადა მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ლერი ბარნაბიშვილმა.
„ბატონი მიხეილი არის წარმატებული მენეჯერი, მას გააჩნია სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობის 20 წელზე მეტი გამოცდილება. უნდა აღინიშნოს, რომ 6 წელიწადზე მეტი იმუშავა შიდა ქართლის რეგიონში სხვადასხვა მენჯერულ პოზიციაზე“, – განაცხადა ბარნაბიშვილმა.
შიდა ქართლის ახალი სახელმწიფო რწმუნებული პროფესიით სამართალმცოდნეა, არის სამართლის დოქტორი. მიხეილ შაყულაშვილი იკავებდა სხვადასხვა თანამდებობას საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, აგრეთვე არის ასოცირებული პროფესორი ალტე უნივერსიტეტსა და თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტში.